სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში „ანბანის ზეიმი“ გაიმართა
24-05-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის,  სავანეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, გულნაზი ასანიძის ხელმძღვანელობით, „ანბანის ზეიმი“ გაიმართეს. 

ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. 

„დღესდღეობით მსოფლიოში გამოყენებულ დამწერლობის სისტემებს შორის ანბანი დამწერლობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მსოფლიოში 3500-დე ენაა, ანბანური დამწერლობა კი 14. ერთადერთი ასო, რომელიც ძველადაც იყო და დღესაც არის შეუცვლელი ფორმით არის ს. ქართული ენა ერთ-ერთი უნიკალური და უძველესი ენაა მსოფლიო ენებს შორის. ქართული ენა ხმათა ხავერდების ენა და ბულბულების საგალობელია. მართლაც რომ კარგად მიუძღვნა იოანე ზოსიმემ საგალობელი; „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. ქართული ენა მეფე ფარნავაზის ენაა, იდუმალებით მოცული ენაა, ხმათა ღაღადისია. სწორედ ანბანის ზეიმს მიუძღვნა ქალბატონმა გულნაზი ასანიძემ ღონისძიება პირველ კლასში, რომელსაც ესწრებოდნენ: მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები.

აზერბაიჯანელი მოსწავლეები დიდი მონდომებით, რუდუნებით სწავლობენ სახელმწიფო ენას, სახელმწიფო ენაზე წარმოთქვამდნენ ლექსებს, სიმღერებს, ასრულებდნენ სცენარებს. ღონისძიების ბოლოს ჩაით და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ მშობლები პედაგოგებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ბიომრავალფეროვნების, დასახლების ტიპებისა და მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ ისაუბრეს
კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“
გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც გამოცდების წინ ენერგიას შეგმატებენ.
სიახლეები
გრიფირებული სახელმძღვანელოები მომავალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ითარგმნება
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლოა, მე-7 კლასში რუსული ენის ძველი სახელმძღვანელოები დარჩეს
საინტერესო
ჩვენს ორგანიზმს რა თქმა უნდა, აქვს უნარი, ებრძოლოს ტოქსინებს
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
საზოგადოება