კოთელიის საჯარო სკოლამ გაზაფხულის ზეიმს უმასპინძლა
24-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის ზეიმი ჩაატარეს.
ღონისძიებას, რომელიც თ. მელიქიძის სახელობის კოთელიის საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგის ნინო მამადაშვილის ორგანიზებით გაიმართა, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
გაზაფხულის ზეიმზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომრები, გააცოცხლეს ზღაპრის გმირები და შეასრულეს სიმღერები ინგლისურ ენაზე.