სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოქსფორდი, სტენფორდი და ჰარვარდი: რა ღირს სწავლა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში
25-05-2019
-
+


ეს უნივერსიტეტები მსოფლიო რეიტინგში - World University Rankings წამყვან ადგილებს იკავებენ. მათი კურსდამთავრებულები მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ნობელის ლაურეატები არიან.

etaloni.ge მოგითხრობთ თუ რა ღირს სწავლა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები

უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში - World University Rankings 2019 პირველ და მეორე ადგილებს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები იკავებენ. 



ოქსფორდის უნივერსიტეტი 30-ზე მეტმა მსოფლიოს ცნობილმა პოლიტიკოსმა დაამთავრა, მაგალითად ბილ კლინტონმა და ინდირა განდიმ, ასევე 26-მა ბრიტანელმა პრემიერ-მინისტრმა, მათ შორის მარგარეტ ტეტჩერმა. 92 კემბრიჯელი კურსდამთავრებული კი ნობელის ლაურეატი გახადა. ესენი უძველესი უნივერსიტეტებია: ოქსფორდი 1096 წელს დაარსეს, კემბრიჯი კი - 1209 წელს.
უნივერსიტეტებში ბევრი უცხოელი სტუდენტი სწავლობს,  მაგალითად, ოქსფორდში სტუდენტთა 40% უცხოელია, კემბრიჯში კი - დაახლოებით - 25%.

სწავლის საფასური ერთი წლის მანძილზე 

ოქსფორდში ბაკალავრის პროგრამებზე გადასახადი წელიწადში £24 750-დან £34 678-მდე შეადგენს. 

კებმბრიჯში კი სტუდენტებს ბაკალავრიატში სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე 20-55 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა უხდებათ. £20-34 ათასია გადასახდელი მაგისტრატურის პროგრამებისთვის. ყველაზე ძვირადღირებული ჩვეულებრივ - სამედიცინო და ბიზნეს პროგრამებია, ყველაზე ხელმისაწვდომი კი - ჰუმანიტარული.

სტენფორდის უნივერსიტეტი


სწორედ სტენფორდის კურსდამთავრებულებმა შექმნეს გლობალური კომპანიები, რომელთა გარეშეც, თანამედროვე მსოფლიოს წარმოდგენა შეუძლებელია, მათ შორისაა Google, Instagram, Nike, Netflix და Hewlett-Packard. აქ სწავლობდა 17 ამერიკელი ასტრონავტი, მათ შორის პირველი ქალი ასტრონავტი.

ეს ერთ-ერთი ავტორიტეტული ამერიკული კერძო უნივერსიტეტი სილიციუმის ველზე მდებარეობს. სტენფორდში ასწავლიან არა მხოლოდ ტექნიკურ სპეციალობებს და ბიზნესს, არამედ, მედიცინას, მუსიკას, რადიოლოგიას, აქ დაახლოებით 16 000 სტუდენტი სწავლობს.

World University Rankings 2019-ს რეიტინგში უნივერსიტეტი მე-3 ადგილს იკავებს. 

სწავლის საფასური 

ბაკალავრიატში წელიწადში 17,6 ათასი დოლარია გადასახადი, მაგისტრატურა უფრო ძვირია - წელიწადი დაახლოებით 24 000 დოლარი ჯდება.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი



აქ გამოიგონეს რადარი და პირველად ჩაატარეს პენიცილინის ქიმიური სინთეზი. კურსდამთავრებულებს შორის  85 ნობელის ლაურეტია. უნივერსიტეტი ცნობილია სასწავლო პროგრამებით - ინჟინერიის, რობოტიკასა და ხელოვნური ინტელექტის დარგებში  და ასევე სამეცნიერო კვლევებით.

World University Rankings 2019-ის რეიტინგი უნივერსიტეტი მე-4 ადგილს იკავებს.

სწავლის საფასური წელიწადში : ბაკალავრიატში და მაგისტრატურაში სწავლა 53,5 ათასი დოლარი ჯდება. გარდა ამისა, ბაკალავრებისთვის სავალდებულოა სტუდენტური აქტივობის საფასურს (Student Activity Fee) 340 დოლარის გადახდა.

ჰარვარდის უნივერსიტეტი



ჰარვარდი დაამთავრეს „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა, პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა, მსახიობებმა ნატალი პორტმანმა და მეთ დეიმონმა. ეს უძველესი ამერიკული უნივერსიტეტია: იგი 1636 წელს დააფუძნეს.

World University Rankings 2019-ის რეიტინგში უნივერსიტეტი მეექვსე ადგილს იკავებს. 

უნივერსიტეტში წელიწადში სწავლის გადასახადი 46 ათას დოლარს შეადგენს.


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ბიომრავალფეროვნების, დასახლების ტიპებისა და მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ ისაუბრეს
კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“
გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც გამოცდების წინ ენერგიას შეგმატებენ.
სიახლეები
გრიფირებული სახელმძღვანელოები მომავალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ითარგმნება
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლოა, მე-7 კლასში რუსული ენის ძველი სახელმძღვანელოები დარჩეს
საინტერესო
ჩვენს ორგანიზმს რა თქმა უნდა, აქვს უნარი, ებრძოლოს ტოქსინებს
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
საზოგადოება