წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი ოქროსმედალოსნებმა დარეკეს
23-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა.
სკოლას ორი მეთორმეტე კლასი ჰყავდა, რომლის 51 მოსწავლე საინტერესო, შთამბეჭდავი თუ იუმორისტული აქტივობებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.
კურსდამთავრებულთა გაცილება სიხარულისა და სევდის ემოციით, სითბოთი და საუკეთესო სურვილებით იყო სავსე.
ღონისძიების დასასრულს, ოქროსმედალოსნებმა:დიანა ლიპარტელიანმა, ზურაბ ჩაჩავამ და რევაზ აფხაძემ სიმბოლური ბოლო ზარი დარეკეს, მაუწყებლად ცოდნის მწვერვალების დაპყრობისა.