სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

მრავალფეროვანი საქართველო Izrune.ge-ზე - ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლა წარმატებულ გამოცდილებას გვიზიარებს
22-05-2019
-
+


Izrune.ge-მ მთელი საქართველოს მოსწავლეები, ოჯახები და სკოლები საგანმანათლებლო ინოვაციების ირგვლივ გააერთიანა და თანამოაზრეებთან ერთად მზრუნველი ტესტები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა.

ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი სიმდიდრიდან გამომდინარე, პორტალი თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის მორგებულ წარმატების ფორმულას ქმნის და ენობრივ, სოციალურ თუ კულტურულ ბარიერებს ინდივიდუალური მიდგომებით შლის.

ზემოთქმულის თვალსაჩინო მაგალითი Izrune.ge-ში ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის წარმატებული ჩართულობაა და ახლა გვსურს, რომ მზრუნველი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი არმენუჰი ღარსლიან:

„საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და Izrune.ge-ში ჩართულობა თითოეული სკოლისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენთვის კი, ყველა სიკეთესთან ერთად, ინტეგრაციისა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების საშუალებაა. მოსწავლეებმა უკვე გაიარეს რამდენიმე სავარჯიშო ტესტი და გაეცნენ სპეციფიკას, მიუხედავად ენასთან დაკავშირებული სირთულეებისა, საკითხებს დამაკმაყოფილებლად გაართვეს თავი და წინსვლის მეტი მოტივაცია გაუჩნდათ. ახლა ოჯახებთან ერთად პირველი შემაჯამებელი ტესტისთვის ემზადებიან და მინდა, წარმატებები ვუსურვო მათ განათლების გზაზე.“

Izrune.ge-ში ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის II კლასი დიდი აქტივობითა და წარმატებებით ერთვება. კლასის ხელმძღვანელი ასანეტ ქსპოიანი მზრუნველ ტესტებს მოსწავლეებთან ერთად კლასში განიხილავს და მათ სირთულეების დაძლევაში ეხმარება:

„ბავშვები მოუთმენლად ელიან ტესტების დღეს. პორტალი ძალიან საინტერესო კითხვებსა და წამახალისებელ მიდგომებს გვთავაზობს, ენის ბარიერი გარკვეულ სირთულეს ქმნის, თუმცა მოსწავლეები ძალიან მოწადინებულნი არიან და ჩვენი დახმარებით საუკეთესო შედეგებზე გასვლას ცდილობენ. მშობლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს Izrune.ge-ს მიმართ და მომავალში მეტი ჩართულობისა და წინსვლის იმედი გვაქვს.“

ანნა მღდესიანი II კლასის ერთერთი აქტიური მოსწავლეა, მოსწონს სავარჯიშო ტესტების შემეცნებით-სახალისო მიდგომები და დედასთან ერთად პირველ შემაჯამებელ ტესტს მოუთმენლად ელოდება:

„რამდენიმე სავარჯიშო ტესტი უკვე გავიარე, საინტერესო და ნახატიანი კითხვები მომეწონა, რასაც ვერ ვიგებ მასწავლებელს ვეკითხები ხოლმე კლასში. ახლა კვირა დღეს ველოდები, რომ დედასთან ერთად გავიარო ტესტი და დიპლომი მოვიპოვო.“

ანნაზე განსაკუთრებულად დედა ნანა კურღინიანი ზრუნავს, მას შვილის შემართება და განათლებისკენ სწრაფვა ახარებს და ყველანაირად ცდილობს, მის მრავალმხრივ განვითარებას შეუწყოს ხელი:

„ჩვენ პორტალს სულ ცოტა ხნის წინ შევუერთდით და უკვე დიდი ინტერესით ველით ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. მთელი საქართველოს წარმატებული მოსწავლეების შედეგებს რომ ვნახულობთ, ჩვენც ჩართულობის მეტი სტიმული გვეძლევა და გვსურს, რომ პორტალის სიახლეებს ავუწყოთ ფეხი.“

ეგისაბერტ ზამკოჩიანი შვილის, მაკსიმ მზიკიანის განათლებასა და განვითარებაზე Izrune.ge-სთან ერთად ზრუნავს, მას მოსწონს პორტალის შემეცნებითი ხასიათი და დიდ მოლოდინებს ამყარებს წარმატების გზაზე:

Izrune.ge ოჯახებს შვილების სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩართვისა და სკოლასთან დაახლოების საშუალებას გვაძლევს. საინტერესო ტესტებით ბავშვები ცოდნას იღრმავებენ და მომავალი წარმატებებისთვის ემზადებიან. ვფიქრობ, წლების განმავლობაში პორტალი დიდ გამოცდილებას მისცემს მაკსიმს და უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარებაში, კარგი სამსახურის მოძიებასა და რეალიზებაში დაეხმარება.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება