სიახლეები
სკოლები

„გვეამაყება თაობა, რომელიც ტოვებს სკოლას“ - კარწახის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
21-05-2019
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს დღე ემოციურად დატვირთული იყო. 

„სკოლაში სიყვარულითა და ემოციებით დატვირთული დღე იყო. კიდევ ერთი თაობა გაისტუმრა სკოლამ თავისი კედლებიდან. სკოლის დირექტორმა, ერვანდ ვარდერესიანმა მიულოცა მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და იმედი გამოთქვა, რომ სკოლის სახელს ისინი არასოდეს შეარცხვენენ, ყოველთვის ეცოდინებათ თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე.

კლასის დამრიგებელმა, სათენიკ იგიტიანმა დაულოცა გზა, რომელზეც უკვე მეტი პასუხისმგებლობით უნდა იარონ დამოუკიდებელი ნაბიჯებით. თბილი და სიყვარულით სავსე გზავნილი მიიღეს კურსდამთავრებულებმა რესურსცენტრის უფროსის, ტერეზა ჩივჩიანისაგან, რომელიც მუდმივად თვალს ადევნებს ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულთა წარმატებას და იმედოვნებს, რომ მომავალშიც იამაყებს მათით. საღამომ ძალიან ლამაზად ჩაიარა, მზიან ჩრდილიანად და ეს ხომ ბუნებრივიც იყო. გვეამაყება თაობა, რომელიც ტოვებს სკოლას, თუმცა გვენანება მათი კალთიდან გაშვება....ბუნებაც სრულიად იზიარებდა ჩვენს განწყობას, მზეს ჩრდილი ცვლიდა... წარმატებები ჩვენს კურსდამთავრებულებს...ისინი არიან ელჩები მომავალთან, გვეამაყოს მათით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება