სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„Izrune.ge თავისუფალი აზროვნებისა და გახსნილი გზების წინაპირობაა“ - გზა ევროპისკენ, მალე...
21-05-2019
-
+


ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი Izrune.ge სექტემბრიდან უპრეცენდენტო სიახლეს შემოგთავაზებთ.

გზა ევროპისკენ - ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი პორტალზე  სამოქალაქო განათლების დღე იქნება და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  მოქალაქეობრივი აზროვნების სისტემურ-ეფექტურ და დროულ ამოქმედებას, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების, მათი ტრადიციების, ღირებულებებისა და ისტორიის წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ მასშტაბური, ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ინდივიდუალურია პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ავტორობით ხორციელდება.

„დირექტორებთან დიდი დისკუსია გვქონდა და შევჯერდით ჯანსაღ აზრზე, რომ მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა და Izrune.ge-ში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პორტალთან ერთად სასკოლო ცხოვრება აქტიურდება და ოჯახებიც სისტემურად ადევნებენ შვილების განათლება-განვითარებას თვალს, ნათლად ხედავენ სად სჭირდებათ დახმარება და რა მხრივაა მუშაობა გასაძლიერებელი. ჩვენი თანამშრომლობით იწყება ახალი პროექტი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება- გზა ევროპისკენ“, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები მრავალსაუკუნოვან და სამომავლო ღირებულებებს თავად დააკვირდებიან და გააანალიზებენ. პორტალში ჩართულობა თავისუფალი აზროვნების, გახსნილი გზებისა და უცხოელი მეგობრების შეძენის წინაპირობაა, განათლებული და კონკურენტუნარიანი თაობა სამშობლოს საზღვრებს მიღმა ღირსეულად წარადგენს. Izrune.ge კი თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობისთვის მზა პროდუქტს გვთავაზობს. დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ პროექტში, კითხვების შედგენაში ქუთაისის 6 თანამოაზრე სკოლა მონაწილეობს და მომავალი თანამშრომლობისთვის დანარჩენი სკოლების მზაობაც დიდია. Izrune.ge-ს ოჯახების მხრიდანაც დიდი გამოხმაურება აქვს და მეტ ჩართულობას ველოდებით. ვემზადებით „საქართველოს განათლების ფესტივალისა“ და „ეტალონის“ ფინალისთვის. 15 ივნისს ყველა სიახლე უფრო ნათლად და სიღრმისეულად გაჟღერდება,-“ პროექტის გენერალური მენეჯერი მაია ცქიტიშვილი.   

დაწყებითი, საბაზო და დამამთავრებელი კლასების მიხედვით კითხვებს 78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს ქუთაისის შემდეგი სკოლებიდან:

I - II კლასები - ქუთაისის N17 საჯარო სკოლა - დირექტორი ირინე ჯგერენაია;

III - IVკლასები -  ქუთაისის N12 საჯარო სკოლა- დირექტორი ნათია სულავა;

V - VI კლასები -  ქუთაისის N1 საჯარო სკოლა - სალომე სარალიძე;

VII - VIII კლასები -  ქუთაისის N30 საჯარო სკოლა- დირექტორი მიხეილ გიორგაძე;

IX - X კლასები -   ქუთაისის N2 საჯარო სკოლა - დირექტორი მურად ჯიშკარიანი;

XI - XII კლასები - ქუთაისის N23 საჯარო სკოლა - დირექტორი ნესტან სიხარულიძე.

გზა ევროპისკენ - აღსანიშნავია, რომ პროექტი სოციალური დატვირთვისაა და უსასყიდლოდ გავრცელდება ყველა იმ მოსწავლეზე, რომელიც 2019 – 2020 სასწავლო წელს ჩართულია Izrune.ge -ში.


კომენტარები


სკოლები
რემონტდება სკოლის ოთხივე სართული, დერეფნებში იცვლება იატაკი
გარემოსდაცვითი ბანაკი - Green Camp 22–27 ივლისს მშვიდობის ფონდის დაფინანსებით ჩატარდა
„გილოცავთ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!“
საქართველოს ჩემპიონატი მინი კალათბურთში მანავის ბავშვთა და ახალგაზრდობის ბანაკში ჩატარდა
სიახლეები
ინტეგრირების მიზანია  საბაზო განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლასთან ერთად სრული განათლების მიწოდება
პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული პორტაბელური კომპიუტერი არის სკოლის საკუთრება
მაძიებლად მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა, თუმცა ჩართული არ იყო სქემაში
სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრში წარმოსადგენი განაცხადის ფორმა დამტკიცდა
საინტერესო
პატარის მუცლად ყოფნა, დედის მოლოდინი და განცდები მშობიარობის დროს ბავშვის დაბადების მომენტს დაუვიწყარს ხდის მშობლებისთვის
კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება