იული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა. მეთორმეტე კლასელებმა მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კი აღსაზრდელებს საუკეთესო მომავალი უსურვეს.