ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნების წიაღში საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
21-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლაში მეექვსეკლასელებს ბუნების წიაღში საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
პედაგოგ ფლორა მილორავას ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე დედამიწის ზედაპირზე მიმდინარე ცვლილებები განიხილეს, შემდეგ კი პრაქტიკულად დააკვირდნენ და აღწერეს ეროზიის პროცესი.
დაკვირვებით სწავლა ბავშვებისთვის სახალისო და ეფექტური აღმოჩნდა.