სიახლეები
სიახლეები

როგორ მოხდება საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგისთვის ჯილდოს დაანგარიშება თუკი მასწავლებელი ერთდროულად 2 საჯარო სკოლაში ასწავლის?
21-05-2019
-
+


განათლების რეფორმის ფარგლებში გაცხადებული სიახლეების მიხედვით,  საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც საკუთარი სურვილით მოინდომებენ პროფესიიდან გასვლას, სახელმწიფო ჯილდოს სახით ერთჯერადად  2 წლის ანაზღაურებას სთავაზობს.

აღნიშნულმა შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია პედაგოგებში და არაერთი დამატებითი კითხვა გააჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სიახლეების შესახებ კვირაზე მეტია, რაც ცნობილია, მასწავლებლებს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ. მათ შორის:

როგორ მოხდება ფულადი ჯილდოს გამოთვლა იმ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, რომლებიც ერთდროულად ორ სხვადასხვა საჯარო სკოლაში მუშაობენ?

აღნიშნული კითხვით etaloni.ge -მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე ზემოთხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემა მათ არ შეუძლიათ.

სამინისტროს განმარტებით, არაერთი სხვა კითხვაა, რომლებზეც მუშაობენ და დეტალურად განიხილავენ სხვადსხვა ვარიანტებს. მათი თქმით, ყველა არსებულ დამატებით კითხვაზე, პასუხს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გასცემენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის განმავლობაში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ განაცხადოს 2019 წლის ბოლომდე.

იხილეთ ასევე: შეძლებენ თუ არა ფულადი ჯილდოს აღების შემდეგ საპენსიო ასაკის მასწავლებლები ხელმეორედ დასაქმებას?

როგორ უნდა გამოითვალონ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა ფულადი ჯილდოს ოდენობა?

მიიღებენ თუ არა ფულად ჯილდოს კერძო სკოლების საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლები?

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება