თბილისის N195 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების გამოფენა მოეწყო
თბილისის N195 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების გამოფენა მოეწყო. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მხატვრული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები სწავლობენ. სკოლის აღსაზრდელები ნამუშევრებს ოთხ თვე ქმნიდნენ.
„ოთხ თვეში შექმნილი შედევრები. ნიჭიერი მოსწავლეები გვყავს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
გამოფენამ დამთვალიერებლის მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები