ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი - „ღირსეული წინაპრების არ დავიწყება“ განახორციელეს
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-3 პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი - „ღირსეული წინაპრების არ დავიწყება“ განახორციელეს. პროექტი ქართველ პოეტს, მწერალს, პუბლიცისტს და საზოგადო მოღვაწეს აკაკი წერეთელს ეძღვნებოდა.
პროექტის ხელმძღვანელია პედაგოგი მედეა დანელია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა აკაკის შემოქმედებიდან საინტერესო ეპიზოდების ინსცენირება გააკეთეს, აკაკის ლექსებზე სიმღერები შეასრულეს.
მუსიკალურ გაფორმებას ნინო პატარია ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები