სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„ფერების, ემოციების და ცრემლების აფეთქება“- 166-ე საჯარო სკოლამ ბოლო ზარი აღნიშნა
20-05-2019
-
+


თბილისის 166-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა ბოლო ზარი აღნიშნეს. გაცილების ღონისძიება სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც ფერად ზეიმს პერიოდულად სიხარულისა და სევდის ცრემლები ანაცვლებდა.  

მეთორმეტე კლასის მოსწავლე, ეკა ზერეკიძე „ეტალონთან საკუთარ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

 „166-საჯარო სკოლაში გატარებული 12 წელი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მოგონებებთან ასოცირდება. დღევანდელ სიხარულს თან ახლავს სევდაც, რადგან ის გარემო, რაც მქონდა კლასელებთან ერთად, აღარასდროს განმეორდება.

ჩემს კლასელებს ვუსურვებ იყვნენ წარმატებულები და არ დაგვეკარგოს ის სიყვარული, რაც ახლა ერთმანეთის მიმართ გვაქვს.“- აღნიშნა ეკა ზერეკიძემ.

სკოლის დირექტორმა, ირმა ომანაძემ  ბოლო ზარის მთავარი ფიგურანტები ყველაზე ფერად, პრაგმატულ და კრეატიულ მომავალ თაობად შეაფასა. უკვე ყოფილ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათთან ერთად გატარებული შემეცნების თორმეტი წელი, თავისი სირთულეებითა და „გამარჯვებებით“ ძალიან მნიშვნელოვანია.  

ნებისმიერ მეთორმეტე კლასელს ვულოცავ  ამ არაჩვეულებრივ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს. ცამეტი წელია სკოლის დირექტორი ვარ, ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც პირველი კლასიდან მივიღე. მათთან ერთად დრო ძალიან კარგად გავატარე და ახლაც ემოციები სჭარბობს ჩემში.

არაჩვეულებრივი თაობა მოდის, ძალიან კრეატიულები არიან, ზუსტად იციან რა უნდათ და ვფიქრობ, რომ წარმატებულები იქნებიან. საკმაოდ კარგი აკადემიური შედეგებიც გვაქვს. შარშან 11 ოქრო და 5 ვერცხლი იყო, წელს 6 ოქროს და 5 ვერცხლს ველით.

ჩემს მოსწავლეებს ვუსურვებ ულამაზეს მომავალს. მათზეა დამოკიდებული თუ რამდენად განვვითარდებით და როგორი სიბერე გვექნება.

რაც შეეხება პირველკლასელებს, მათ მთელი გულით ველით და ვფიქრობ, კარგ საგანმანათლებლო სივრცეს შევთავაზებთ.“- განაცხადა ირმა ომანაძემ „ეტალონთან“ საუბარში.

166-ე საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით 1430 მოსწავლე ირიცხება, სექტემბრიდან კი სკოლა 100 პირველკლასელს მიიღებს.  

120 სკოლადამთავრებულის გაცილებას, დღეს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია.


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ბიომრავალფეროვნების, დასახლების ტიპებისა და მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ ისაუბრეს
პროექტის მიზნებია - ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების (გენდერული თანასწორობის) კუთხით
კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“
სიახლეები
გრიფირებული სახელმძღვანელოები მომავალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ითარგმნება
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლოა, მე-7 კლასში რუსული ენის ძველი სახელმძღვანელოები დარჩეს
საინტერესო
ჩვენს ორგანიზმს რა თქმა უნდა, აქვს უნარი, ებრძოლოს ტოქსინებს
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
საზოგადოება