სიახლეები
სიახლეები

რჩევები, რომლებიც პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ
21-05-2019
-
+


მშობლებისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის გამოცხადებისას სასურველ სკოლაში ბავშვის დარეგისტრირება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულის მიზეზი კი თავისუფალი ადგილების ელვის სისწრაფით შევსებაა, როს გამოც მშობელთა უმეტესობა შვილის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.

Etaloni.ge მშობლებს სთავაზობს რჩევებს, რომელთა გათვალისწინების სასურველ სკოლაში შვილის დარეგისტრირება გაუმარტივდებათ.

უკვე გამოცდილი მშობლების რჩევების მიხედვით უმჯობესია თუ მონაცემები, რომლიც შეყვანაც რეგისტრაციის პროცესშია შესაყვანი მშობელს ზეპირად ეცოდინება:

„შარშან, საყოველთაო რეგისტრაციის დროს დავარეგისტრირე ჩემი შვილი პირველ კლასში.იმის გამო რომ სკოლებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა წამებში მთავრდება და ჩემი ახლობლებისგანაც ვიცოდი, რომ იმ სკოლაში შვილის დარეგისტრირება რომელშიც გინდა თითქმის შეუძლებელია, გადავწყვიტე წინასწარ მოვმზადებულიყავი ამ პროცესისთვის.

შესაბამისად, რეგისტრაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე ვიცოდი რა ძირითადი მონაცემების შეყვანა დამჭირდებოდა, და ეს მონაცემები პრაქტიკულად ზეპირად ვიცოდი, რომ შემდგომ ზედმეტად დრო არ დამეკარგა შეცდომით შეყვანილი ინფორმაციის თავიდან შეყვანაში. შესაბამისად, პირველკლასელთა მშობლებს ვურჩევ წინასწარ ნახონ ზუსტად რა ინფორმაციის შეყვანა დასჭირდებათ და ეცადონ ეს მონაცემები ცალკე ქაღალდზეც ამოიწერონ და რეგისტრაციისას წინ დაიდონ, თუ ზეპირად ეცოდინებათ ეგ კიდევ უკეთესი“, - აცხადებს მშობელი.

კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც გამოცდილი მშობლები პირველკლასელთა მშობლებს აძლევენ შემდეგია:

„შეიძლება ითქვას რომ პირველ კლასელის რეგისტრაცია თანაც იმ სკოლაში რომელშიც გინდა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ძალიან მინდოდა ჩემი შველი საცხოვრებელთან ახლოს არსებულ სკოლაში დამერეგისტრირებინა, ვიცოდი, რომ ზოგადად ადგილები ძალიან სწრაფად ივსებოდა, ამიტომ რამდენიმე ახლობელს ვთხოვე დამხმარებოდნენ. მათ მივეცი ის მონაცემები რომელიც რეგისტრაციის პროცესში იყო საჭირო და რეგისტრაციის დაწყების წამიდან რამდენიმე კაცს შეჰყავდა მონაცემები, რომ რომელიმეს მაინც მოგვესწრო რეგისტრაცია, საბედნიეროდ ამ მეთოდმა გაამართლა“, - განმარტავს ერთ-ერთი მშობელი „ეტალონთან“ საუბრისას.

ამასთან, მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციას მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკიც კანონით განსაზღვრულ მოთხოვნას შეესაბამება, ანუ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების დღემდე შეუსრულდებათ.

ონლაინ რეგისტრაციისას მშობელი შედის https://registration.emis.ge/ საიტზე, ირჩევს რეგისტრაციის ბმულს და იწყებს მონაცემების შეყვანას თანმიმდევრულად და სრულად მითითებული ველების გამოტოვების გარეშე.

ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელიც მშობელს პირველ კლასში მოსწავლის დარეგისტრირებისთვის სჭირდებათ:

  1. მოსწავლის პირადი მონაცემების შეყვანისას უნდა მიუთითოთ პირველკლასელის მოქალაქეობა, მისი პირადი ნომერი, სახელი, გვარი და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭიროთ ღილაკს „შემდეგი“;
  2. რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შესაბამის ველებში უნდა მიუთითოთ ერთ-ერთი მშობლის (დედა /მამა/მეურვე) პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“;
  3. რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ჩამოსაშლელი ველების საშუალებით უნდა ამოირჩიოთ შესაბამისი რეგიონი, რაიონი, სასურველი სკოლა, სექტორი და ცვლა. რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.
გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინსტრუქცია.

იხილეთ ასევე: 21 მაისს პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია  იწყება - ვადები და პროცედურები


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება