სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ჩვენ უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა გამარჯვება“- „გლდანის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლენილია
20-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა, სადაც „გლდანის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ჩემპიონატის მონაწილეები სატელეფონო ჩართვით განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, მიხეილ ჩხენკელმა გაამხნევა და წარმატებები უსურვა.

ამასთან, მოსწვალეებს სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები გულშემატკივრობდნენ.

„გლდანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული თბილისის N191 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ ნიკოლოზ ცომაიამ მოიპოვა:

„დღეს „ეტალონში“ მეორედ მივიღე მონაწილეობა. პირველ ჯერზე ათეულშიც ვერ გავედი. მას შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ძალიან მოვინდომე კარგად მოვმზადებულიყავი და ჩემი ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია. წარმატებებს ვუსურვებ ყველას“.

თბილისის N191 საჯარო სკოლის დირექტორმა თინათინ ბაქრაძემ „ეტალონში“ გამარჯვება სკოლის ტრადიციად შეაფასა:

„ჩვენ უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა გამარჯვება. მინდა ვთქვა, რომ გენდერულ თანასწორობასაც ვიცავთ, წინა წელს არაჩვეულებრივმა გოგონამ მოიპოვა „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული, წელს კი ეს ბედნიერება ნიკოლოზ ცომაიას ხვდა წილად. მე მინდა წარმატებები ვუსურვო თქვენს პროექტს, ყველა ახალგაზრდას და პირველ რიგში ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს. ჩვენი წარმატების ფორმულა არის ალბათ მოტივაცია პედაგოგებისა და მოსწავლეების“.

თბილისის N191 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა მზია ფუნთუშაშვილმა სკოლის მასშტაბით პროექტში ჩართულობაზე ისაუბრა:

„ჩვენი ბავშვები ძალიან არიან დაინტერესებული ამ პროექტით. ჩართულობა წლიდან- წლამდე იზრდება და ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტში მონაწილეობის საშუალება უფროსკლასელებთან ერთად ჩვენს მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებსაც აქვთ. ნიკა არაჩვეულებრივი მოსწავლეა. მეორე კლასიდან ვიცნობ და ვხედავ, როგორ უყვარს კითხვა. ძალიან მოაზროვნე, განათლებული ბიჭია და მე დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც ბევრ წარმატებას მიაღწევს“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „გლდანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ბიომრავალფეროვნების, დასახლების ტიპებისა და მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ ისაუბრეს
პროექტის მიზნებია - ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების (გენდერული თანასწორობის) კუთხით
კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“
სიახლეები
გრიფირებული სახელმძღვანელოები მომავალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ითარგმნება
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლოა, მე-7 კლასში რუსული ენის ძველი სახელმძღვანელოები დარჩეს
საინტერესო
ჩვენს ორგანიზმს რა თქმა უნდა, აქვს უნარი, ებრძოლოს ტოქსინებს
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
საზოგადოება