სიახლეები
სიახლეები

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარებისას? - რჩევები
18-05-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას აგრძელებს. ამჯერად 2019 წლის აბიტურიენტების დასმულ კითხვებს საბუნებისმეტყველო საგნების ხელმძღვანელები პასუხობენ.

Etaloni.ge ქიმია, ფიზიკასა და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

ბიოლოგიის გამოცდასთან დაკავშირებით დასმული კითხვები:

-  ბიოლოგიის გამოცდაში ყველაზე მეტად რომელი საკითხების დაწერა უჭირთ აბიტურიენტებს?
- გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, აბიტურიენტებს შედარებით მეტი შეცდომა მოსდით ევოლუციურ თეორიასა და ეკოლოგიაში.
-  2019 წელს ბიოლოგიის გამოცდაზე რა სირთულის კითხვები იქნება და ძირითადად რომელი წიგნებით უნდა ვიმეცადინოთ? - 2019 წელს ტესტის სირთულე არ იცვლება. შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ნებისმიერი გრიფირებული ლიტერატურით.
- გაიზრდება თუ არა ბიოლოგიის ეროვნულ გამოცდებში ღია კითხვების წილი?
- ბიოლოგიის ტესტში წელს ცვლილება არ იგეგმება.

ქიმიის გამოცდასთან დაკავშირებული კითხვები:

- ქიმიის გამოცდაში ყველაზე ხშირად რომელ საკითხებში უშვებენ შეცდომებს?
- აბიტურიენტები ღია დავალებებში ხშირად წერენ მხოლოდ პასუხებს და არ ჩანს ამოცანის ამოხსნის გზები, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მათ მიიღონ ამ დავალებაში შეფასება.
- რას მივაქციო უფრო მეტი ყურადღება ქიმიის გამოცდაზე და როგორ გადავანაწილო დრო?
- გამოცდაზე დაგირიგდებათ მენდელეევის ტაბულა, აუცილებლად გამოიყენეთ ის; ღია დავალებებში უნდა ჩანდეს ამოხსნის გზები, არ უნდა გეწეროთ პირდაპირ მიღებული პასუხი; დაკვირვებით გაეცანით შესაბამისობის ინსტრუქციას, შესაძლოა ორი პასუხი იყოს მოსანიშნი, ამასთან, ყველა რეაქცია უნდა იყოს გათანაბრებული. გაუთანაბრებელი რეაქცია შეფასდება 0 ქულით.

ფიზიკის გამოცდასთან დაკავშირებული კითხვები: 

- რა შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები ფიზიკის გამოცდაში ყველაზე ხშირად?
- ფიზიკის გამოცდაზე სხვადასხვა ტიპის შეცდომებს უშვებენ აბიტურიენტები. ხშირად დაშვებულ შეცდომას ვერ გამოვყოფთ.
- წელს ფიზიკის ტესტში 3 ცხრილი ისევ იქნება, როგორც 2017 წლამდე იყო? 2018 წელს მესამე ცხრილი ერთი ამოცანით იყო შეცვლილი.
- 2019 წელსაც იქნება ორი ცხრილი და მესამე ცხრილის ნაცვლად - ამოცანა.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება