სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„თუ ერთხელ ჩაერთნენ Izrune.ge-ში, ტესტების გავლა ბუნებრივი მოთხოვნილება ხდება“ - გაეცანით მუნიციპალიტეტების ლიდერი სკოლების შეფასებებს
17-05-2019
-
+


ყურადღება, ყურადღება... Izrune.ge - მ საქართველოს გამორჩეული მუნიციპალიტეტების ლიდერი სკოლები გამოავლინა. რეიტინგი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მიხედვითაა შედგენილი.

ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს გაწეული ზრუნვისთვის და ლიდერი სკოლების გამოცდილებას სიამაყით გიზიარებთ:

მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ფარნაოზ იორდანიშვილი:

Izrune.ge-მ ოჯახის, ბავშვისა და სკოლის თანამშრომლობის ეფექტური მოდელი შექმნა, გაააქტიურა სასკოლო ცხოვრება და მოსწავლეები წინსვლაზე ორიენტირებული გახადა. პორტალთან ერთად ახალგაზრდები საკუთარ ცოდნას ობიექტურად შეაფასებენ, ძალებს ირწმუნებენ და მიზანმიმართულ ნაბიჯებს გადადგამენ მომავალი წარმატებებისთვის. მუხრანის N1 საჯარო სკოლის ლიდერთა შორის ხილვა სასიამოვნო სიურპრიზია, ვიმედოვნებ, რომ სხვა სკოლებიც გაიზიარებენ მის წარმატებას და საქართველოში ნიჭიერების ფართო ასპარეზი შეიქმნება.“

მცხეთის მუნიციპალიტეტის მუხრანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო კუბლაშვილი:

Izrune.ge სასკოლო საზოგადოების გაერთიანებისა და ეფექტური კომუნიკაციის საუკეთესო გზაა. პორტალი ოჯახების ჩართულობით მოსწავლეთა ცოდნას ობიექტურად აფასებს, რაც მშობლებსა და პედაგოგებს შედეგების ანალიზისა და სწავლების საჭირო მიმართულებით წარმართვის საშუალებას აძლევს. სპეციალური ჯგუფები გვაქვს შექმნილი, სადაც მშობლებთან ერთად მუდმივად ვცვლით ინფორმაციასა და აზრებს. კლასის ხელმძღვანელები თვალს ადევნებენ მოსწავლეთა ჩართულობასა და შედეგებს Izrune.ge-ზე და მთელი სკოლა სიამაყით ვიზიარებთ მათ წარმატებას.“



ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ჩომარიანი:

„ჩვენი მოსწავლეებისთვის ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში ჩართვა და ტესტების გავლა დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა. Izrune.ge-სთან ერთად ახალგაზრდები სახელმწიფო ენას მეტი ინტერესითა და წარმატების მოტივაციით სწავლობენ. გვახარებს ლიდერთა რიგებში ჩვენი სკოლის ხილვა და მეტი ჩართულობის, შედეგებისა და წინსვლის იმედი გვაქვს.“

ონის მუნიციპალიტეტის ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე:

Izrune.ge-მ სასკოლო ცხოვრება უფრო ერთიანი და საინტერესო გახადა. პორტალის მთავარი მიზანი- ოჯახის, ბავშვისა და სკოლის დაახლოება, ნამდვილად, მიღწეულია. მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელი კითხვებით წინსვლის მეტი სტიმული უჩნდებათ და წარმატებას ერთმანეთს უზიარებენ, რაც ჩართულობას ზრდის. მოწადინებული შვილების შემხედვარე, მშობლები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში და პედაგოგებიც მეტი შემართებით ზრუნავენ მოსწავლეთა განათლებაზე.“

ვანის მუნიციპალიტეტის ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ადეიშვილი:

„როგორც დირექტორი, როგორც მშობელი და როგორც მოქალაქე Izrune.ge-ს ინოვაციური მიდგომებით აღფრთოვანებული ვარ. პორტალი სასკოლო ცხოვრების კარგი ინდიკატორია. მისი საშუალებით, შემიძლია თვალი ვადევნო ჩემი შვილისა და თითოეული მოსწავლის განათლება-განვითარების დონეს, შედეგები გავაანალიზო, სუსტი რგოლი გამოვყო და საჭირო მიმართულებით გავაძლიერო მუშაობა. მადლობა პორტალს ოჯახის, ბავშვისა და სკოლის გაერთიანებისა და ქვეყნის განათლებულ მომავალზე ზრუნვისთვის.“



ქუთაისის N32 საჯარო სკოლის დირექტორი ჯეირან კოღუაშვილი:

„მნიშვნელოვანია სკოლებისა და Izrune.ge-ს თანამშრომლობა. ყოველთვის სიახლეების ძიებაში ვართ და აქტიურად ვუწყობთ ფეხს საგანმანათლებლო ინოვაციებს. პორტალი მოსწავლეთა დაინტერესებით, მშობლების სასწავლო პროცესში ჩართვითა და პედაგოგთა მოტივირებით სასკოლო ცხოვრებას მეტად საინტერესოს ხდის. ტესტები ყველა საგანს მოიცავს, ბავშვებს ცოდნის კონცენტრაციისა და შრომისმოყვარეობის უნარს უვითარებს. თუ ერთხელ ჩაერთნენ Izrune.ge-ში ტესტების გავლა შემდეგ ბუნებრივი მოთხოვნილება ხდება. შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას და მეტი წინსვლის იმედი გვაქვს.“

ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის დირექტორი არმენუჰ ღარსლიანი:

„მიუხედავად იმისა, რომ არაქართულენოვანი სკოლა ვართ და ეს გარემოება გარკვეულ ბარიერებს ქმნის, აქტიურად ვერთვებით Izrune.ge-ში და ინოვაციური მიდგომებით სახელმწიფო ენის სწავლების გამარტივებასა და ხელშეწყობას ვცდილობთ. ჩვენ მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანით პორტალი, მისი არსობრივი და ტექნიკური მხარე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და შედეგებს მუდმივად გავაუმჯობესებთ.“

საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ფანოზიშვილი:

„მივესალმებით ისეთ მასშტაბურ, შემეცნებით და მამოტივირებელ პროექტს, როგორიც არის Izrune.ge. პორტალი მოსწავლის, მშობლისა და პედაგოგების ერთიანობით ჯანსაღ და წარმატებაზე ორიენტირებულ სასკოლო ცხოვრებას ქმნის და სწავლა-სწავლების ხარისხისა და შედეგების მუდმივი მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს. ბავშვები მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტების დღეს და წამახალისებელი შეძახილის ფონზე დიპლომების მოპოვებას. ამაღლებული განწყობითა და მოტივაციით აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას.“



ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ ხინიკაძე:

Izrune.ge  საუკეთესო პროექტია, რომელიც ოჯახს, ბავშვსა და სკოლას განათლებისა და წინსვლისკენ მომართავს. ინოვაციური და მამოტივირებელი მიდგომებით ბავშვები ხალისით სწავლობენ და დიპლომების მოპოვებით მიღებულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ. მშობლებიც დიდი ინტერესით ადევნებენ შვილების განვითარებას თვალს და პედაგოგებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვთ. პორტალთან ერთად საგაკვეთილო პროცესიც უფრო მრავალმხრივი და საინტერესო ხდება. გვახარებს მიღწეული წარმატება და მეტი წინსვლის მოლოდინი გვაქვს.“

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი ვაჟა ბღუილიშვილი:

Izrune.ge-ს ინოვაციურ და მამოტივირებელ მიდგომებს მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ვიზიარებთ. პორტალი ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება და მათ სამომავლო წინსვლისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. გამოცდების მოხსნის პარალელურად, პროექტი სწავლა-სწავლების შედეგის განსაზღვრის საშუალებასა და განათლების საჭირო მიმართულებით წარმართვის საშუალებას გვაძლევს. მივესალმებით ოჯახის, ბავშვისა და სკოლის მოტივირებულ თანამშრომლობას და აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას.“

დუშეთის მუნიციპალიტეტის დუშეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე თეთრუაშვილი:

„ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალთან ერთად მოსწავლეებსა და მთლიანად სასკოლო საზოგადოებას მრავალმხრივი წინსვლისა და განვითარების საშუალება ეძლევა. ახალგაზრდები იზრუნეს ტესტებით ცოდნას იმტკიცებენ და სააზროვნო უნარებს ივითარებენ. ბუნებრივია,  მშობლები და პედაგოგები დაინტერესებულნი ვართ მომავალი თაობის წინსვლით და აქტიურად ვთანამშრომლობთ Izrune.ge-სთან.“



ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე:

„შემეცნებითი, სააზროვნო და მამოტივირებელი პორტალია Izrune.ge. პროექტია, რომელიც ოჯახს, ბავშვსა და სკოლას აახლოებს და მათ ერთობლივ მუშაობას ეფექტურს ხდის. ბავშვები მოუთმენლად ელიან ხოლმე ტესტების დღეს და წარმატების დიპლომების გაზიარებას. პორტალთან ერთად საგაკვეთილო პროცესისც უფრო საინტერესო და მრავალმხრივი ხდება.  სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებს გულშემატკივრობს და მეტი სტიმულით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას.“

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის  საჯარო სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე:

izrune.ge სკოლას მშობელთან და მოსწავლესთან დაახლოებაში ეხმარება. პორტალში ჩართულობამ საგანმანათლებლო პროცესი მეტად ერთიანი, საინტერესო და სახალისო გახადა. კომბინირებული ტესტებითა და მამოტივირებელი მიდგომებით მოსწავლეები მუდამ მზადყოფნაში არიან, რომ მიიღონ ცოდნა, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და შემდეგ წარმატება ოჯახსა და მეგობრებს გაუზიარონ. მშობლებთან მათი ურთიერთობაც უფრო ეფექტური გახდა, ტესტების გავლისას ოჯახები ნათლად ხედავენ შვილის განათლება-განვითარების დონეს, ბევრ სიახლეს იგებენ ახალგაზრდებისგან და უფროსების თვალში შვილების ავტორიტეტი მაღლდება. izrune.ge 21-ე საუკუნის გამოწვევების ეფექტურად დასაძლევად ამზადებს ახალგაზრდებს.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
დირექტორობის 210 კანდიდატი გასაუბრებაზე დღეს გავა - კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
მისი დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები და უცხო ენის ცოდნის დონე გამოავლინეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება