სიახლეები
ეტალონი

„მთავარი არა გამარჯვება, არამედ თქვენ გვერდით ყოფნაა“ - „ისნის ეტალონი“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს
16-05-2019
-
+

„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის თბილისის ღონისძიებებს იწყებს. ამჯერად, „ისნის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

მონაწილეებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, ისანი-სამგორის რესურსცენტრის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მაია შალიკაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებენ.

„ეტალონი“ კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.  ჩემპიონატის ისტორიაში პირველად პროექტს უსინათლო მონაწილე ჰყავს. თბილისის N202 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სიხაშვილი საკუთარ ემოციებსა და ხედვებს გვიზიარებს:

„ბედნიერი ვარ, რომ „ეტალონში“ ვმონაწილეობ. ჩემთვის და ჩემი სკოლისთვის მთავარი არა გამარჯვება, არამედ თქვენ გვერდით ყოფნაა. მაქსიმალურად ვეცდები ცოდნის ეფექტურ გამოვლენას და ჩემი თანატოლების წარმატებას გულწრფელად გავიზიარებ.“

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ისნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს კი  გამარჯვებული მოსწავლეებიც გამოვლინდნენ
„ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ვიზრუნოთ დედამიწაზე და გარემოზე, რომელსაც ჩვენ გარშემო ვქმნით“
ოსწავლეები წიგნისა და მხატვრული ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან
საინტერესო

საზოგადოება