სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლაში პროექტი - „ბარდნალიდან დიდუბემდე“- ლადო ასათიანი(ს) - გზა უკვდავებისა“ განხორციელდა
16-05-2019
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სასწავლო პროექტი - „ბარდნალიდან დიდუბემდე“- ლადო ასათიანი(ს) - გზა უკვდავებისა“ განხორციელდა.  

პროექტს მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებისა და მასწავლებლისთვის ერთნაირად საინტერესო და დაუვიწყარი იყო პროექტზე მუშაობა, განსაკუთრებით კი მისი დასკვნითი ეტაპი, რომელიც ორ ნაწილად განხორციელდა.

„10 მაისს პროექტის მონაწილეები ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმს ვეწვიეთ ბარდნალაში, კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ და მოვეფერეთ პოეტის ეზო-კარს, მის პირად ნივთებს, ფოტოებსა და ხელნაწერებს. 
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს როგორც ლადოს, ასევე მისადმი მიძღვნილი ლექსები და წერილები.

11 მაისს კი პოეტის საფლავის მოსანახულებლად დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გავემგზავრეთ.
პოეტის მშობლიური ბარდნალის სახლის ეზოში დაკრეფილ ვარდ- ყვავილებს ,,ქართლის გზაზე შემოფეთებული ყაყაჩოებიც" შევმატეთ, იერუსალიმის წმინდა მიწიდან ჩამოტანილი სანთელიც ავუნთეთ და გაზაფხულიც მივულოცეთ, მერე კი მისი ლექსებიც წავიკითხეთ, უკვდავი „სალაღობოს“ ჰანგებიც მოვფინეთ გარემოს.
თითოეული ჩვენგანისათვის, მართლაც, საამაყოა გვერქვას ლადო ასათიანის სახელობის სკოლის მოსწავლე თუ მასწავლებელი, პოეტისა, რომელმაც ,,თვით სიკვდილიც გარდაქმნა ლექსად!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება