სიახლეები
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ 
16-05-2019
-
+


„განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 69 წარჩინებული მოსწავლე, 50 ოქროსა და 19 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოვების ღონისძიება ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

საზეიმო ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, წარჩინებული კურსდამთავრებულები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

წარჩინებულ ახალგაზრდებს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ.

წარჩინებულ მოსწავლეებს შორის იყვნენ ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. 

„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს: მარიამ დევნოსაძეს, ლევანი ზაზაძეს, სოფიო თედორაძეს, ხატია ლომიძეს, ლიკა მაისურაძეს, გვანცა ნოზაძეს, ნიკა აკოფაშვილს, ანა გეწაძეს, სოფიო მამულაშვილს, ანანო მოსეშვილს, ხატია ნოზაძეს, ნანა ართმელაძეს, თინათინ გრიგალაშვილს, მარიამ ვედიაკოვს, რუსუდან მურვანიძეს, ანი ანანიაშვილს, ანი გოგნაძეს, სოფიო დათაშვილს, მედეია ლომიძეს, ნათია მაჭავარიანს, ქეთევან ყავრელიშვილს ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და შემდეგში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
რის მიხედვით შეფასდებიან აბიტურიენტები თითოეულ საგამოცდო საგანში - იხილეთ კრიტერიუმები დეტალურად 
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
მოსწავლეებმა როლები ოსტატურად მოირგეს, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება