„საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოცდილებას დიდუბის სკოლები წარმატებით იზიარებენ
15-05-2019
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის თბილისის ღონისძიებებს იწყებს. ამჯერად, „დიდუბის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
მონაწილეებს მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მშობლები და მეგობრები ამხნევებენ.
აღსანიშნავია, რომ „2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ სწორედ დიდუბის რაიონის წარმომადგენელი, თბილისის N155 საჯარო სკოლის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „დიდუბის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრა და „ეტალონი მოსწავლეები“ ადგილზევე გამოავლინა.
ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა