სოჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონფერენციაში „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობდნენ
15-05-2019
დაკოპირებულია
-
+
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოჩხეთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები: ქეთევან გოტიაშვილი, ქრისტინე გოტიაშვილი და ბექა ჩხაბერიძე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციაში ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა ფინალურ ეტაპზე წარადგინეს თავიანთი ნაშრომები და დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ასევე, სკოლის კურსდამთავრებულ ლუკა გაბელაშვილს და მარიამ გოტიაშვილს საჩუქრად გადაეცათ ამავე ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნი, რომელშიც მათი ნაშრომებია გამოქვეყნებული.
სოჩხეთის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს.
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა