სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ბანკეტი ქართულად - რა თანხა ეხარჯებათ ოჯახებს გამოსაშვები საღამოს მოსაწყობად
15-05-2019
-
+


საბანკეტო ეიფორია სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და მოსწავლეები დაუვიწყარი დღისთვის ემზადებიან. საუკეთესო სამოსის, რესტორნისა და გასართობის ძიებაში, ოჯახებს საკმაოდ დიდი თანხა ეხარჯებათ. Etaloni.ge საბანკეტო ბიუჯეტით დაინტერესდა და მეთორმეტეკლასელებს საკუთარი გეგმების გამხელა სთხოვა:

ქეთათო ქურდოვანიძე ძველი თბილისიდან:

„ბანკეტს ქალაქგარეთ ერთერთ რესტორანში ვიხდით აუზთან, ღია ცის ქვეშ. გვეყოლება ფოტოგრაფი, DJ, გვექნება Giffer და საღამოს - ფოიერვერკი. ამ ყველაფრისთვის თითოეულ კლასელს 300-300 ლარის გადახდა გვიწევს. თანხაში, რა თქმა უნდა, შედის მასწავლებლის დაპატიჟება, თუმცა მშობლის წამოსვლის შემთხვევაში, პერსონის ფული იქნება დასამატებელი. რაც შეეხება მეორე დღეს, სახლის ქირაობას ვაპირებთ და ცალკე ვაგროვებთ ფულს. კაბის, ფეხსაცმლისა და მოწესრიგებისთვის, დაახლოებით, 600 ლარი მჭირდება, ჯერ ყველაფერი არ მაქვს ნაყიდი და ზუსტად ვერ გეტყვით. საშუალოდ 1000 ლარი გვჭირდება საბანკეტოდ.“

შოთა ქართველიშვილი საბურთალოდან:

„რესტორანი ნაცნობობით დავჯავშნეთ და გარკვეულ შეღავათებს გვიკეთებენ. 200 ლარი ჯდება და თანხაში მასწავლებლისა და მშობლის დაპატიჟებაც შედის. 60-60 ლარს ვამატებთ ფოტო და ვიდეო მომსახურებისთვის. მეორე დღეს აუზიან სახლს ვქირაობთ. რაც შეეხება მომზადებას, ფეხსაცმელი და პერანგი ვიყიდე, დაახლოებით, 250 ლარად და ჯინსს ვიცვავ, შარვალ-კოსტუმები არ მიყვარს, არადა ჩემს კლასელს 1000 ლარამდე უჯდება.“

ნინო გეგეშიძე ნაძალადევიდან:

„ჩვენი ბანკეტი ორ ნაწილად იყოფა, საღამოს რესტორანში ვიწყებთ, სადაც მასწავლებლებს ვეპატიჟებით და სურვილის შემთხვევაში, მშობლებსაც შეუძლიათ წამოსვლა. ახლობლობით კაცზე 80 ლარია გადასახდელი. მოგვიანებით რანჩოზე მივდივართ, სადაც კლასელები გავაგრძელებთ გართობას, დიჯეის მუსიკის თანხლებით. 1 ღამე და 2 დღე კაცზე 260 ლარი ჯდება. ტანსაცმლისა და ვიზაჟისთვის 500-600 ლარი მაქვს გათვლილი. კლასელები ვეცადეთ, რომ საშუალო დანახარჯებით გაგვეტარებინა კარგი დრო, თორემ პარალელურ კლასებში რეჟისორებსაც კი ქირაობენ და ჩვენზე ბევრად მეტი უჯდებათ.“

მარიამ კვინიკაძე ქუთაისიდან:

„საბანკეტოდ ვუკვეთავთ გრანდიოზულ ტორტს, ვქირაობთ DJ-სა და ფოტოგრაფს. საღამოს პროგრამა გვექნება, სადაც სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები გამოვლინდებიან. მშობლებიც მოდიან რესტორანში, სადაც სპეციალურად ბანკეტისთვის გადაღებული კლიპის ჩვენება მოეწყობა. მანამდე კი ფოტოსესია გვექნება წყალტუბოში. კაცს 350-350 ლარის დადება გვიწევს. კაბის, ფეხსაცმლისა და სალონისთვის კი 500 ლარი მჭირდება. მეორე დღეს ექსკურსიაზე მივდივართ.“  

გიორგი ფიფია ზუგდიდიდან:

„ბანკეტზე ანაკლიაში ვაპირებთ წასვლას. სანაპიროზე გვინდა ფოტოსესიის მოწყობა, საღამოს კი ზუგდიდში დავბრუნდებით და მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გავატარებთ. ფოტო და ვიდეოგრაფს 600 ლარს ვუხდით, რესტორანი კაცზე 100 ლარი ჯდება. კლასიკურ შარვალში, პერანგსა და ჟილეტში 200 ლარი გადავიხადე. ბუნებრივია, გოგოების მომზადება უფრო ძვირი სიამოვნებაა.“

ანა გეგიძე ბათუმიდან:

„ბანკეტის დღეს კლასელი ბიჭები გოგონებს გამოგვივლიან და ფოტოებისა და ვიდეოს გადასაღებად წავალთ. საღამო მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად გაგრძელდება რესტორანში. ბენდი გვყავს დაქირავებული და ბევრი ცეკვისა და გართობის შემდეგ საღამო ფოიერვერკით დაგვირგვინდება. თითოეულ კლასელს 300-300 ლარის დადება გვიწევს, რაც შეეხება მომზადებას, ინდივიდუალურია, მაგრამ პირადად მე 600 ლარი მაინც მჭირდება.“

მცირეკონტიგენტიან სკოლებში, იქ სადაც კლასში რამდენიმე მოსწავლეა, ბანკეტებს ნაკლებად იხდიან. ამ შემთხვევაში, უფრო აქტუალური ბოლო ზარის საზეიმო ღონისძიება და ექსკურსიებია, რაც საშუალოდ 80-100 ლარი ჯდება.


კომენტარები


სკოლები
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული II-IX კლასის მოსწავლეები
ღონისძიებას მიწვეული სტუმრები - პოეტი ცისანა ანთაძე და პოეტი იაშა თანდილავა ესწრებოდნენ
კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით
სკოლის აღსაზრდელებს პროექტში აქტიური და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის სერტიფიკატები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ
სიახლეები
რა ხდება თუკი მასწავლებელი პროფესიული უნარების გამოცდაზე არ ყოფილა, საგნის გამოცდა კი წარმატებით ჩააბარა
წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 000-მდე კანდიდატმა გაიარა
საინტერესო
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება