სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის სახლი სიახლეებთან დაკავშირებით პედაგოგების კითხვებს პასუხობს 
15-05-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების რეფორმის ფარგლებში სამინისტროს მიერ გაჟღერებულ სიახლეებთან დაკავშირებით პედაგოგების მიერ ყველაზე ხშრად დასმულ კითხვებზე პასუხს გთავაზობთ.

etaloni.ge კითხვებზე პასუხს უცვლელად წარმოგიდგენთ:

პრაქტიკოსი საპენსიო ასაკის მასწავლებელი 2019 წლის განმავლობაში სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილს რამდენიმე შემთხვევაში გამოხატავს:


  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის მაისში;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს დადასტურებული აქვს მინიმალური კომპეტენცია, მაგრამ არ სურს, აიმაღლოს სტატუსი - პრივილეგიით სარგებლობის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე. სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.
კითხვა: პრაქტიკოსი მასწავლებლები მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებით აიმაღლებენ სტატუსს და მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლისათვის?
პასუხი: სტატუსის ამაღლებისა და შესაბამისად ხელფასის მომატებისთვის, საჭიროა 19 კრედიტქულის დაგროვება, რომელიც მოიაზრებს, როგორც საგნობრივ და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებას, ასევე სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას. თუ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებამდე მასწავლებელს დაგროვებული ექნება საკმარისი რაოდენობის კრედიტქულა, მაშინ ისინი შეძლებენ გამოცდის შედეგებით 19 კრედიტქულის შევსებას და სექტემბრისთვის სტატუსის ამაღლებას. შესაბამისად, მათ ხელფასის დანამატიც მიეცემათ 470 ლარის ოდენობით.

კითხვა: კვლავ სკოლის დირექტორის მიერ, მასწავლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ წინადადების წარდგენის შემდეგ განხორციელდება მასწავლებლისთვის სტატუსის ცვლილება?
პასუხი: დიახ. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განიხილავს მასწავლებლებლის სტატუსის ცვლილების შესახებ სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ წინადადებას და ბრძანებით მიანიჭებს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ამის შემდეგ მასწავლებელი მიიღებს გაზრდილ ხელფასს.

კითხვა: შენარჩუნდება თუ არა საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდებზე ნაწილობრივი კრედიტქულების დაგროვების სისტემა (1,4,7 10 კრედიტქულა)?
პასუხი: დიახ.

კითხვა: შენარჩუნდება თუ არა შემოდგომაზე, განმეორებითი გამოცდის დროს, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების გამოცდებში ნაწილობრივი კრედიტქულების დაგროვების სისტემა (1,4,7, 10 კრედიტქულა)?
პასუხი: დიახ.

კითხვა: რა იგულისხმება განმეორებით სტატუსის ამაღლების შესაძლებლობაში?
პასუხი: მხოლოდ იმ მასწავლებლებს ექნებათ განმეორებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, რომელიც 2019 წლის ზაფხულში დარეგისტრირდება საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდებზე და ვერ დაძლევს მინიმალურ საგნობივ და პროფესიულ კომპეტენციას, ან მოისურვებს 2019 წლის ზაფხულში მიღებული შედეგების გაუმჯობესებას.

კითხვა: რა იგულისხმება გადამზადების პროგრამაში?
პასუხი: მას შემდეგ რაც გამოცხადდება საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება ექნებათ დარეგისტრირდნენ შესაბამის ტრენინგებზე, ხოლო თუ მასწავლებელს დასჭირდება განმეორებით გამოცდაზე გასვლა, მას სახელმწიფო შესთავაზებს გრძელვადიან 80-90 საათიან ტრენინგებს. აღნიშნულ მოსამზადებელი ტრენინგებში მასწავლებლები კრედიტქულებს ვერ მიიღებენ.

კითხვა: როგორ მოხდება ფულადი ჯილდოს დაანგარიშება?
პასუხი: ფულადი ჯილდო დაანგარიშდება შემდეგი პრონციპით: იმ პერიოდისათვის მასწავლებლის „ხელზე ასაღები“ ხელფასი გამრავლდება 24 თვეზე.

კითხვა: ერთჯერადად ფულად ჯილდოს მოთხოვნის უფლება მხოლოდ 2019 წლის ჩათვლით იქნება შესაძლებელი?
პასუხი: ეს შეთავაზება 2019 წელს ეხება. შემოდგომაზე, განმეორებითად კომპეტენციის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც შეძლებს საპენსიო ასაკის მასწავლებელი ჯილდოს მოთხოვნას.

კითხვა: შეძლებენ თუ არა ჯილდოს აღების შემდეგ მასწავლებლები ხელმეორედ დასაქმებას?
პასუხი: ცხადია შეძლებენ. მათ მოუწევთ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების თანახმად, ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.

კითხვა: მხოლოდ ყველა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია 2019 წლის ბოლომდე და აიმაღლოს სტატუსი, თუ ყველა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა?
პასუხი: ყველა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. თუმცა ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, 2020 წლიდან მათ ეძლევა შესაძლებლობა იგივე ხელფასის შენარჩუნებით გააგრძელონ მუშაობა დროებითი ხელშეკრულებით.

კითხვა: გავრცელდება თუ არა ეს პრივილეგია კერძო სკოლის საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებზე?
პასუხი: ერთჯერადი ჯილდოს პრივილეგია ვრცელდება მხოლოდ საჯარო სკოლის საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებზე.

კითხვა: ვის ექნება გამოცდაზე რეგისტრაციის საშუალება?
პასუხი: გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება ექნებათ:

  • მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებლებს;
  • პირებს, რომლებიც ფლობენ ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და მიღებული აქვთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი, ასევე სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირებს.
  • მასწავლებლობის მსურველებს, რომელთაც დიპლომის საფუძველზე აქვთ მასწავლებლობის უფლება.
  • თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისთვის.
კითხვა: რა ცვლილებები იგეგმება სქემაში 2019 წლის ბოლომდე?
პასუხი: უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს უვადოდ; მხოლოდ იმ უფროს მასწავლებელს მიეცემა სტატუსის ამაღლებისათვის გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირების საშუალება, რომლსაც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის მოპოვებული ექნება 15 კრედიტქულა დარჩენილი სავალდებულო (2 სამოდელო გაკვეთილი და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა) და არჩევითი აქტივობებით. აღსანიშნავია, რომ უფროს მასწავლებელს უფლება აქვს, მოიპოვოს მენტორი მასწავლებლის სტატუსი წამყვანის გამოტოვებით.

კითხვა : ვინ შეაფასებს სკოლაში მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობას 2020 წლიდან?

პასუხი: მასწავლებლის შეფასებისა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით სკოლებში ჩამოყალიბდება ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფები, რომლებიც მასწავლებლებს შეაფასებენ ორი მიზნით:

  • მასწავლებლის საქმიანობის იდენტიფიცირება, მხარდაჭერა;
  • პროფესიული განვითარება.
სკოლის ბაზაზე მასწავლებლის საქმიანობის შეფასება ხორციელდება შემდეგი ორი მიმართულებით:

  • სწავლება (საკლასო და კლასგარეშე სასწავლო-აღმზრდელობითი საქმიანობები);
  • პროფესიული განვითარება.
კითხვა: როგორ მოხდება სტატუსის ამაღლება 2020 წლიდან?
პასუხი: უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსს მასწავლებლები მოიპოვებენ მხოლოდ გარე შეფასების გზით. კერძოდ:

  • უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია გამოცდით და გადალახოს თითოეულ გამოცდაში 51%-იანი ბარიერი.
  • წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა უნდა გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:
  • მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი;
  • მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. პრაქტიკული საქმიანობის შეფასება გულისხმობს გაკვეთილზე დაკვირვებას და მასწავლებლის პორტფოლიოს შეფასებას.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრებიც მოამზადეს
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
საზოგადოება