სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2019 წლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე პედაგოგებს 1 და 4 კრედიტქულის მოპოვება კვლავ შეეძლებათ
14-05-2019
-
+


მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 და 4 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა პედაგოგებს წელსაც ექნებათ. აღნიშნულის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცნობილი იყო, რომ 2019 წლის მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 და 4 კრედიტქულის მოპოვების ნაცვლად, პედაგოგებს მხოლოდ 7 და 10 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნებოდათ. აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი აცხადებდა.

როგორც ირინა აბულაძემ განმარტა, აღნიშნული ცვლილება ამ ეტაპზე გამართლებული არ იქნებოდა, ვინაიდან ძალიან ბევრ მასწავლებლებს სტატუსის შესაცვლელად სწორედ 1-დან 4 კრედიტქულამდე მოპოვება სჭირდება.

„ჩავთვალეთ, რომ ეს მიზანშეწონილი ცვლილება არ იყო, რადგან ეს არის გარდამავალი პერიოდი. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ 2020 წლიდან უქმდება კრედიქტულები მასწავლებლებისთვის. შეთავაზება, რომელიც ჩვენ მათ გავუკეთეთ მოხდა ახლა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ზაფხულის პერიდოში არ არის გამართლებული ვადის, ბარიერის ან საგამოცდო პროგრამის შეცვლა.

ძალიან ბევრი მასწავლებელია, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად აკლია 1 ან 4  კრედიტი. მათ იცოდნენ, რომ ეს შესაძლებლობა იქნებოდა ზაფხულში. შესაბამისად, ამას ვერ გავუუქმებდით. ამასთან, ნაწილს გაუუქმო და ნაწილს არა, ეს არასამართლიანია, ამიტომ ყველასთვის სამართლიანი და მისაღები არის, რომ ეს სისტემა დარჩენილიყო და დარჩა კიდეც“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.


კომენტარები


სკოლები
იგი 20  წელზე მეტია მასწავლებელია და მათგან 15  წლის განმავლობაში სხვადასხვა არაქართულენოვან სკოლაში ასწავლის
მისი პედაგოგიური პრაქტიკა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით გამოირჩევა
სიახლეები
შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულები
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო
ჯერჯერობით უცნობია რამდენი სააპელაციო განაცხადი შევიდა ცენტრში
საინტერესო
სკოლა პიროვნებას იმ უნარების განვითარებაში ეხმარება, რაც შემდგომ დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს
სამთვიანი საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასკოლო პროცესზე ადაპტაცია მოსწავლეებს უჭირთ
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება