სიახლეები


პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს კვალიფიკაციის მინიჭებამდე გამოცდაზე გასვლის უფლება არ ექნებათ
14-05-2019
-
+


დამამთავრებელი კურსის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, კვალიფიკაციის მინიჭებამდე გამოცდაზე გასვლის უფლება არ ექნებათ.

შესაბამისად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით,  დამამთავრებელი კურსის სტუდენტები 2019 წელს ზაფხულში  გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებენ.

ამის შესახებ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პირმა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასვლა რომ შეძლოს, დიპლომი უნდა ჰქონდეს.

„ზაფხულის გამოცდაზე გადიან ისინი, ვისაც დიპლომი აქვს“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, მანანა რატიანმა etaloni.ge-ს  მიმდინარე წლის 6 მარტს განუცხადა, რომ დამამთავრებელი კურსის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, კვალიფიკაციის მინიჭებამდე, შესაძლოა, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის უფლება მისცემოდათ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება