კერძო სკოლა „საუნჯეს“ მოსწავლეები ქიმიას სახალისო და შემეცნებითი ექსპერიმენტებით სწავლობენ
14-05-2019
დაკოპირებულია
-
+
რუსთავის კერძო სკოლა „საუნჯეში“ ქიმიის გაკვეთილზე სახალისო-შემეცნებითი ექსპერიმენტები ჩატარდა.
გაკვეთილი პედაგოგი ნინო კაპანაძის ორგანიზებით ჩატარდა და მასში IX-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეებმა ჩაატარეს უამრავი სახალისო ცდა. მათ ასევე დაეხმარნენ პატარები და საერთო ჯამში, მხიარული და საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.