სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, საინტერესო

„და ვინც ხვალინდელ საქართველოს წვრთნის და ასწავლის“ - კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური ლექსი მასწავლებელზე
13-05-2019
-
+


პედაგოგთა ოჯახში აღიზარდა, ბავშვობიდან არჩეული ჰქონდა ცხოვრების გზა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა წითელდიპლომიანმა ისტორიკოსმა დაიწყო ქვეყნის განათლებულ მომავალზე ზრუნვა. მნიშვნელოვანი პედაგოგიური გამოცდილების დაგროვების შემდეგ, აგერ უკვე 30 წელია, დირექტორი გახლავთ და სასკოლო ცხოვრებას წარმატებით ხელმძღვანელობს. მომავალი თაობის სწავლებისა და აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის  ღირსების ორდენით ორჯერ დაჯილდოვდა და ახლა საკუთარ გამოცდილებას კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბეგლარ არჯევანიძე Etaloni.ge-ს უზიარებს.

- სასკოლო ცხოვრების წარმატებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, ეს არის მატერიალური ბაზა, პროფესიონალი მასწავლებლები, მოწადინებული მოსწავლეები და მშობელთა ჩართულობა. პირველი პუნქტი საჩხერეში ნამდვილად მოწესრიგებული გვაქს, რისთვისაც მადლიერები ვართ. მასწავლებლების საქმის საოცრად მოყვარულები და მცოდნეები გვყავს, პედაგოგობა ხომ ღვთისგან ბოძებული მაღალი ნიჭია და მას საზოგადოებისგან მეტი დაფასება სჭირდება. მიყვარს ჩემი პროფესია, რომელიც მსურს, რომ უფრო ავტორიტეტული, ანაზღაურებადი და საინტერესო გახდეს მომავალი თაობისთვის.

ბეგლარ არჯევანიძე პოეზიაზეა შეყვარებული და ქართული ლექსების სიმდიდრით ძალიან ამაყობს. განსაკუთრებით მუხრან მაჭავარიანის „საბას“ გამოარჩევს ახლა კი, სპეციალურად Etaloni.ge-სთვის პედაგოგის შეუფასებელ ღვაწლს გიორგი წერეთლის ლექსს უძღვნის:




- სასკოლო ცხოვრების წარმატებას რომ დავუბრუნდე... ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი მშობელთა სისტემური ჩართვაა, რაც ჩვენს რეალობაში, სოციალური მდგომარეობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე პრობლემური საკითხია. მიუხედავად კომპიუტერული რესურსის მწირი ხელმისაწვდომობისა, ამ მხრივ Izrune.ge საუკეთესო პორტალია. გენიოსია გოჩა ტყეშელაშვილი.  მან ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთი მიზნით გაერთიანება ისეთი პროგრამით შეძლო, რომელსაც ბევრი განვითარებული ქვეყანა ინატრებდა. აღარაფერს ვამბობ „ეტალონზე“, რომელიც მოსწავლეთა შემეცნებისადმი ინტერესს, წინსვლის მოტივაციას ზრდის და მთელი საქართველოს სკოლებს აერთიანებს. გლობალიზაციის პროცესში დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ვისურვებდი, რომ სამშობლოს მეტი სიყვარული დაგვენერგა ბავშვებში, რათა თანამედროვე ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებზე დაყრდნობით შეგვძლებოდა.

კომენტარები


სკოლები
პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული II-IX კლასის მოსწავლეები
ღონისძიებას მიწვეული სტუმრები - პოეტი ცისანა ანთაძე და პოეტი იაშა თანდილავა ესწრებოდნენ
კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით
სკოლის აღსაზრდელებს პროექტში აქტიური და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის სერტიფიკატები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ
სიახლეები
რა ხდება თუკი მასწავლებელი პროფესიული უნარების გამოცდაზე არ ყოფილა, საგნის გამოცდა კი წარმატებით ჩააბარა
წელს, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12 000-მდე კანდიდატმა გაიარა
საინტერესო
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება