სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„Izrune.ge ციფრული წიგნიერების საუკეთესო პორტალია“ - დუშეთის N2 საჯარო სკოლა ინოვაციების წარმატებული თანაზიარია
13-05-2019
-
+


Izrune.ge-ს მზრუნველი და წარმატებული ოჯახებისა და სკოლების რიგებს დუშეთის N2 საჯარო სკოლა განსაკუთრებული აქტივობით შეუერთდა.

ლილი ჯაბანაშვილის სადამრიგებლო II ბ „სუპერ კლასი“ ინოვაციური მიდგომებითა და ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთიანობით ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნავს.

და ახლა, წარმატებულ გამოცდილებას დუშეთის N2 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ელენე თეთრუაშვილი გვიზიარებს:

„საგანმანათლებლო ინოვაციებისთვის ფეხის აწყობა სკოლის წინსვლისა და განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მახარებს ჩვენი მოსწავლეების წარმატება Izrune.ge-ზე და ვთვლი, რომ ოჯახის, ბავშვისა და სკოლის თანამშრომლობა ეფექტურ შედეგს გამოიღებს. პორტალთან ერთად მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალას მიჰყვებიან და ცოდნას იმტკიცებენ, სახალისო და წამახალისებელი მიდგომებით კი მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ და უკეთ სწავლის მოტივაცია უჩნდებათ. ბავშვებისა და ოჯახების დაინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი სკოლიდან Izrune.ge-ზე მეტ აქტივობასა და წარმატებას ველოდები.“

II ბ  „სუპერ კლასის“ ხელმძღვანელი ლილი ჯაბანაშვილი Izrune.ge-ს ინოვაციურ მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ციფრული ტექნოლოგიების დადებით და უარყოფით მხარეებზე კვლევას ვატარებდით, საბოლოოდ, შევჯერდით, რომ სასწავლო პროცესში კომპიუტერული რესურსის ზომიერად და  მიზნობრივად გამოყენება არსებითად მნიშვნელოვანია. აქტიურად დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა. Izrune.ge-ში ჩართულობით ტექნოლოგიების სწორად გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა. ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთობლივი მუშაობა შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი გზებით ხორციელდება. ჩვენი კლასის უკლებლივ ყველა მოსწავლე აქტიურად და წარმატებით ერთვება პორტალში. განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ ტესტების დღის მიმართ და შემდეგ სიამაყით უზიარებენ ერთმანეთს შედეგებს. აქტიურად აქვეყნებენ დიპლომებს ფეისბუქზე და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით წინსვლის სურვილი სულ უფრო უღვივდებათ. Izrune.ge-სთან ერთად ახალგაზრდები ციფრულ წიგნიერებაში მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებენ და მრავალმხრივ ვითარდებიან. დიდი მადლობა, რომ გვეხმარებით მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო წლის მიზნის მიღწევაში.“

II ბ „სუპერ კლასის“ ერთერთი წარმატებული წევრი ლუკა ებიტაშვილია, ის ყოველი ტესტის დღეს მოუთმენლად ელის და პორტალის წამახალისებელი მიდგომებით წინსვლის სურვილი უმაღლდება:

„კლასელებთან ერთად ველოდები ხოლმე ტესტების დღეს, მერე ვლაპარაკობთ კითხვებზე და რასაც ვერ გავიგებთ მასწავლებელს ვეკითხებით. განსაკუთრებით ნახატიანი და მათემატიკური კითხვები მიყვარს. მინდა, კარგად ვისწავლო, რომ ბევრი დიპლომი დავაგროვო.“

ლუკაზე განსაკუთრებით დედა, შორენა ჩოხელი ზრუნავს. მისი შეფასებით, პორტალის ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები შვილის წარმატებული მომავლისთვის მნიშვნელოვანია:

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები, ჯანსაღ, კონკურენტუნარიან და მეგობრულ გარემოში აღიზარდნონ. მახარებს ლუკას „სუპერ კლასის“ წარმატება. Izrune.ge-სთან ერთად ბავშვები ტესტირების რეჟიმს ეჩვევიან და მომავალი წარმატებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ. ტესტების გავლისას გვერდით ვუზივარ და თვალს ვადევნებ მის განვითარებას, არასდროს ვეხმარები, რადგან ვთვლი, რომ საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს.“

II ბ „სუპერ კლასის“ აქტიური წევრი ელენა კარიაულია, რომელიც იზრუნეს ტესტებს დიდი ყურადღებითა და ინტერესით გადის:

„მომწონს საინტერესო კითხვები. განსაკუთრებით ქართულის საკითხები მიყვარს. დედასთან ერთად ველოდები ხოლმე ხუთშაბათს და ვცდილობ, ბევრი ვარსკვლავი დავაგროვო.“

ნანა აფციაური ელენას მზრუნველი მშობელია, რომლის შეფასებითაც, Izrune.ge შემეცნებისა და წარმატების მოლოდინს ქმნის:

„საინტერესო ტესტების გავლით ელენა ცოდნას იმყარებს და მეტი შემეცნების სტიმულს იძენს. ბავშვებისთვის წამახალისებელი შეძახილი, ვარსკვლავებისა და დიპლომების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად ერთვება ტესტებში, რომ კარგი შედეგები აჩვენოს და ოჯახთან მოიწონოს თავი. მეც მეტი ინტერესითა და ხალისით გავდივარ მასთან ერთად სასკოლო გზას. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პედაგოგთან და ერთან ვზრუნავთ კლასის წარმატებაზე.“


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება