თბილისის N103 საჯარო სკოლასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
08-05-2019
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N103 საჯარო სკოლასა (სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე ) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში პედაგოგიური პრაქტიკის გასავლელად სკოლაში, სომხურ სექტორზე, საბაკალავრო პროგრამის სამი სტუდენტი - კატია ჩახოიანი, ასტხიკ გალოიანი და მარიანნა აკოპიანი გაიგზავნა.
მათ ხელმძღვანელობას უწევენ: მშობლიურ ენაში- ლუიზა მურადიანი, ქართული, როგორც მეორე ენაში - ნინო ორთავიძე, ბუნებაში- ზამირა ბაბერციანი.
პედაგოგიური პრაქტიკა დაწყებით საფეხურზე ხორციელდება.