სიახლეები
ეტალონი

„ეს არის ზეიმი და უდიდესი მოტივაცია ჩვენი მოსწავლეებისთვის“- ხელვაჩაურმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
07-05-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ბათუმის N25 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძე, განათლებისა და კულტურის სამსახურის სპეციალისტი ნარგიზ ციმნარიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა დიდმანიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომისიის თავმჯდომარემ გურანდა დოლიძემ აღნიშნა, რომ „ეტალონის“ კონკურსი ყველაზე დიდი მოტივატორია მომავალი თაობისთვის:  

„ეს არის კონკურსი რომელიც ზრდის მოტივაცია. ძალიან კრეატიული, განვითარებული და განათლებული ახალგაზრდა თაობა გვყავს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის თაობა, რომლის იმედიც ჩვენ ნამდვილად გვაქვს. მე მჯერა, რომ მათი დამსახურებით ნამდვილად კარგი მომავალი ექნება ჩვენს ქვეყანას. დღევანდელ კონკურსზე მერვე და მეცხრე კლასელებმა მეტად გამოიჩინეს თავი, რაც განსაკუთრებით მახარებს. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი კონკურსია, რომელიც გამოცდილებასთან ერთად, ბავშვებს განათლებას აძლევს. კონკურსის მსვლელობისას მეც რიგითი მონაწილესავით ვიყავი ჩართული და ვცდილობდი ყველა კითხვაზე სწორი პასუხის დაფიქსირებას. მინდა, ამ ლამაზი დღისთვის დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ არაჩვეულებრივ გუნდს“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მადონა დავითაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი დიდ როლს ასრულებს მომავალი თაობის განვითარებაში:

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვისას ყოველთვის ითვალისწინებს მომავალი თაობის ინტერესს და ვფიქრობ, „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც მთლიანად არის მორგებული ჩვენი მოსწავლეების სურვილსა და საჭიროებებზე. ამ პროექტს ძალიან დიდი როლი აქვს მათ განვითარებაში. ძალიან დიდია კონკურენცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკურენცია არის ჯანსაღი. ბავშვები ცდილობენ იყვნენ აქტიურები, განათლებულები და მიიღონ ახალი გამოცდილებები. ყოველ წელს, ყველა ჩემპიონატი არის ძალიან ემოციური და შეუძლებელია ცრემლების გარეშე ჩვენი მოსწავლეების სიხარულის გაზიარება. ბედნიერი ვარ, რომ მეც ვარ მონაწილე და გარკვეული წვლილი მიმიძღვის ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ამ არაჩვეულებრივი ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. მე თითოეულ მოსწავლეს მოვუწოდებდი არ დაკარგონ შანსი და იყვნენ ამ პროექტის თუნდაც მხოლოდ მონაწილე და არა გამარჯვებული“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის სპეციალისტი ნარგიზ ციმნარიძემ კონკურსი დადებითად შეაფასა და მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღუთქვა „ეტალონს“: 

„ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი კონკურსია ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბავშვები მეტად ცდილობენ განათლებით წარმატების მიღწევას და ეს ცხადია, ნამდვილად მისასალმებელია. მინდა სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოვუცხადო ამ არაჩვეულებრივ პროექტს“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა დიდმანიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი ძალიან ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას:

„ეს არის ზეიმი და უდიდესი მოტივაცია ჩვენი მოსწავლეებისთვის. პროექტში ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იყო ჩართული და ძალიან მიხარია, რომ დღევანდელმა შედეგებმა აჩვენა ის, რომ არაჩვეულებრივი მომავალი თაობა გვეზრდება. მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას და თქვენს მთლიან გუნდს, რომელიც ამ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ. 

„ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა ლომაძემ მოიპოვა:

„მონაწილეობა წელს პირველად მივიღე და საერთოდ არ მჯეროდა, რომ დღეს ამ წარმატებას მივაღწევდი. მოვემზადები ფინალისთვის და ვეცდები წარმატებული ვიყო საბოლოო ჩემპიონატზეც“.

ხელვაჩაურის ინტელექტ- ჩემპიონატის მეორე ტური ემოციური აღმოჩნდა ანა ლომაძის კლასელებისთვის და მეგობრებისთვისაც.  გოგა გორაძე ანასთან ერთად იბრძოდა პირველობისთვის, თუმცა კლასელის წარმატებამ ძალიან გაახარა:

„ანა ძალიან ჭკვიანია. დღეს მეც ვმონაწილეობდი და ვცდილობდი წარმატების მიღწევას. ანას წარმატებამ ძალიან გამახარა და მომცა მოტივაცია იმის, რომ მომავალი წლისთვის მეც უკეთესად მოვემზადო და კიდევ ვცადო გავხდე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“. მინდა ასევე წარმატებები ვუსურვო ანას ეტალონის ფინალზეც“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება