უილიამ ბილ გეიტსი - ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპი, ინვესტორი და კომპიუტერული პროგრამისიტი, კომპანია Microsoft- ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი.
ბილი კომპიუტერული პროგრამირებისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო, გაკვეთილებს ხშირად აცდენდა. ამჟამად კი რჩევებს აძლევს სკოლის მოსწავლეებს:
1.ნუ გექნებათ იმედი, რომ სკოლის დამთავრებისთანავე წელიწადში 60 000 დოლარი წლიური შემოსავალი გექნებათ. შენ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი მხოლოდ იმის გამო, რომ ,,კარგი ბიჭი" ხარ, ვერ გახდები. ეს უნდა დაიმსახურო.
2.თუ რაიმეში მარცხს განიცდით, ეს თქვენი მშობლების ბრალი არ იქნება. საჭირო არაა წუწუნი, ისწავლეთ შეცდომებზე.
3.შესაძლოა, თქვენი სკოლა მოსწავლეებს გამარჯვებულებად და დამარცხებულებად არ ყოფს, მაგრამ ცხოვრება ამას აკეთებს. ზოგიერთ სკოლაში შეიძლება, არ წერენ ცუდ შეფასებებს და მოსწავლეებს მეტის მიღწევის საშუალებას აძლევენ. თუმცა რეალურ ცხოვრებაში მსგავსს ვერაფერს შეხვდებით.
4.ცხოვრება სემესტრებად დაყოფილი არაა. არც არდადეგები გექნებათ და არც თქვენი უფროსი დაგეხმარებათ საკუთარი თავის ძიებაში. ყველაფერი საკუთარი ძალებით უნდა გააკეთოთ.
5.ნუ დასცინით ბეჯითებს. დიდი შანსია იმისა, რომ ისინი თქვენი უფროსები გახდნენ.
6.პედაგოგი საკმარისზე მკაცრია? მოიცადე იმ დრომდე, მანამ თავად გახდები ვინმეს ხელმძღვანელი.