სიახლეები
საინტერესო , რჩევები

5 ფილმი წვიმიანი შაბათ-კვირისთვის
04-05-2019
-
+


მართალია, ყველას გვგონა, რომ წვიმიანი და ნისლიანი მარტი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ არც მაისის დასაწყისი აღმოჩნდა ისეთი მზიანი, როგორსაც ველოდით. 

ცივი ამინდები განწყობას ყოველთვის გვიფუჭებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შაბათ-კვირას სადმე გასვლა გვაქვს დაგეგმილი. თუმცა არის ერთი რამ, რომელიც ამ წვიმიან დღეებსაც გაგვილამაზებს და უფრო მეტი, საინტერესოდ გაგვატარებინებს. 

რა თქმა უნდა, ფილმები... ფილმები, ეს გემრიელი და შესანიშნავი რამ, რომელიც ჭიქა ჩაისთან, ნამცხვრებთან და წვიმის წვეთებთან ერთად სახლში ყოფნის სიამოვნებას ბოლომდე შეგვაგრძნებინებს და შინ ჯდომასაც არ მოგვაბეზრებს. 

მაშ, ასე, გთავაზობთ 5 ფილმს, რომელიც წვიმიან შაბათ-კვირას გაგიფერადებთ.

1. „საუზმე ტიფანისთან“ - ულამაზესი ოდრი ჰეპბერნი, შესანიშნავი საუნდტრეკი, რომანტიკა, მსუბუქი სიუჟეტი და მხიარული დიალოგები - ეს ხუთი მიზეზიც საკმარისია, რათა თქვენი არჩევანი ბლეიკ ედვარდსის ამ ფილმზე შეაჩეროთ. 

2. „წვიმის ქვეშ მომღერალი“ - ჯინ კელის კლასიკური მიუზიკლი, რომელსაც განსაკუთრებულობას შხაპუნა წვიმა, სიმღერა, ცეკვა და თავად ჯინ კელი მატებენ. ესაა ფილმი მშვენიერი მუსიკით წვიმის ფონზე და ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი და ნათელი წვიმიანი სცენა კინემატოგრაფის ისტორიაში. 

3. „მერი პოპინსი“ - 2018 წლის ჯადოქრული და ფერადი ფილმი მშვენიერი ემილი ბლანტით მთავარ როლში, ნამდვილადაა ის ფილმი, რომელიც წვიმიან დღეებში ამაღლებულ განწყობაზე დაგაყენებთ. 

4. „შეუდარებელი მისტერ ფოქსი“ - უეს ანდერსონის ანიმაცია ზუსტად, რომ ასეთი დღეებისთვისაა შექმნილი. ყვითელი და წითელი ფერები, საოცარი დიალოგები, ანდეროსნისეული კოსტიუმები და რა თქმა უნდა, თავად მისტერ ფოქსი. უბრალოდ ჩართეთ და ისიამოვნეთ. 

5. „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰარი პოტერი“ - წვიმიანი შაბათ-კვირა ფენტეზისა და მაგიური სამყაროს გარეშე არაფერია. გარეთ წვიმს, ელავს, ჭექა-ქუხილია და ეკრანზე კი ჰობიტებისა და ჰოგვორტსის სამყაროში მისტიური მოვლენები ვითარდება. ასევე, კარგი იქნება, თუ ამ კინოსეანსისთვის წინასწარ იზრუნებთ და ზედიზედ ორ წვიმიან დღეს შეარჩევთ. ერთი დღე ამ სანახაობისთვის ნამდვილად არ გეყოფათ. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
NAEC ერთთვიან ვადას ასახელებს - დეტალები
„ჩემს მოსწავლეებს მოვუყვები რა გზა გაიარა გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების გმირობამდე...“
უმაღლესების საყურადღებოდ! - დამტკიცდა მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
პიროვნება
ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
მათ ამ დღის ისტორიაზე ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
შედეგად კი, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ ბარბარიზმებს უარი უთხრან
აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მოსწავლემ შესაძლებლობები გამოავლინა, დრო ნაყოფიერად გაატარა და ცოდნა გაიღრმავა
აღნიშნულ აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი კლასის პედაგოგები: ია ზურაბაშვილი და ელენე დავითაშვილი
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება