სიახლეები
საინტერესო

როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები და რატომ არის თევზი „ზე მამა“ - საინტერესო ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან
02-05-2019
-
+


ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემა „პრაიმ შოუში“ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე ისაუბრა. თუ როგორი მამები არიან ისინი და რომელია ყველაზე გამორჩეული ამას ტექსტიდან გაიგებთ:

ვერძი ითხოვს, რომ მისი შვილი იყოს სპორტული, ივარჯიშოს, იყოს მებრძოლი სტილის. ასწავლის თამადობას, ქალის პატივისცემას და აუცილებლად უნდა იყოს ლიდერი.

კურო შვილის მუსიკასთან დაახლოებას ეცდება. ასევე ასწავლის გურმანობას და ხშირად ესაუბრება ერთგულებაზე.

ტყუპები შვილებისგან გონებამახვილობას ითხოვს, ასწავლის ბევრს, მოუტანს წიგნებს და ინფორმირებული იყოს.

კირჩხიბი ემოციური და მგრძნობიარეა. შვილს ჩაიხუტებს გულში და უდიდეს სიყვარულს აძლევს მას. შვილის აღზრდისას აუცილებელია კარგი კვება და პატრიოტიზმი.

ლომ მამას რომ ისეთი შვილი ჰყავდეს, რომელიც პირველი არ არის ეზოში, ეს ხომ მისთვის შეურაცხყოფაა. მისი შვილი საუკეთესო უნდა იყოს, გარეგნობითაც და ფინანსებითაც. ასწავლის როგორ უნდა მოექცეს ყურადღების ცენტრში.

ქალწული შეიძლება გადაყვეს თავის შვილებს, ასწავლის წესრიგს, პროფესიონალიზმს, მაგრამ ცოტა ცივია. გულში ჩაკვრა, მოხვევა და სიყვარულის გადაცემა უჭირთ.

სასწორი ბავშვთან ურთიერთობას კომპრომისებით აგვარებს. ძალიან თბილია და დიპლომატიური გზითა და მშვიდობიანი ტონით ურთიერთობს შვილებთან. არ თრგუნავს ბავშვებს.

მორიელი მამა ძალიან მკაცრია, თან ვერაფერს გამოაპარებ. სახლში დაბრუნებული შვილი რა განწყობაზეა, მომენტალურად გრძნობს. პირველი რასაც ასწავლის ისაა რომ ტყუილი არ თქვას. ასწავლის იყოს უშიშარი, მებრძოლი და ისწავლოს დამოუკიდებლობა.

მშვილდოსანი შეიძლება ყირაზე დადგეს და ბავშვებთან ერთად ისე ითამაშოს. ატარებს ბევრს და შეაყვარებს მოგზაურობას. მოაქვს მისთვის ბევრ წიგნები და ოპტიმიზმს სდებს ბავშვში.

თხის რქა ძალიან მკაცრია, მომთხოვნი, მაგრამ შვილს რომ ჩაეხუტოს ძალიან დიდი შედეგი უნდა დაინახოს შვილში. აქცევს ყურადღებას გარეგნობას, მის პროფესიონალურ ზრდას და მომთხოვნია ზედმეტი ემოციების გარეშე.

მერწყული ცხოვრებას მსუბუქად უყურებს და შვილსაც უმარტივებს ცხოვრებას. ასწავლის მეგობრობას და ზრუნავს მის ინტელექტუალურ განვითარებაზე.

თევზები „ზე მამაა“, ასეთი გადამკვდარი შვილებისთვის იშვიათია. ყოველთვის მოსდის ცრემლები, როგორც შვილის წარმატებაზე, ასევე ცუდად ყოფნაზე. იმდენად უყვარს საკუთარი შვილი რომ ემოციებს ვერ იოკებს.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება