სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მთავარ ღირებულებად განათლებას აყალიბებს“ - ძველი თბილისის სკოლები I ტურს აფასებენ
01-05-2019
-
+


ძველი თბილისის სკოლებში 16 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური რაიონების მიხედვით 13-17 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდებიან.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თბილისის N23 საჯარო სკოლის დირექტორი მაგდა ბარამაძე:

„ტესტირების პირველ ეტაპზე მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა „ეტალონის“ მიმართ, საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. მისასალმებელია ახალგაზრდების სწრაფვა შემეცნებისა და წინსვლისკენ.  მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს მეორე ტურში.“

თბილისის N23 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი კახაბერ თოდაძე:

„ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლების საშუალება მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჰქონდათ. გამოვლინდნენ მაღალქულიანი ახალგაზრდები, რომლებიც მეორე ეტაპზე იასპარეზებენ.“

თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე:

„ეტალონი“ სოციალური პროექტია, რომელიც მთავარ ღირებულებად განათლებას აყალიბებს. ჩემპიონატის წყალობით თვითდამკვიდრების საშუალებად ერუდიცია და ლოგიკური აზროვნება შემოდის. მოსწავლეები მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით მონაწილეობენ პროექტში, მშობლებისგანაც დიდი ინტერესი იგრძნობა და პედაგოგებიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.“

თბილისის N24 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეთერ ბროლაძე:

„ძალიან საჭიროა სკოლებში „ეტალონის“ ტიპის ჩემპიონატების ჩატარება. შემეცნებითი და მამოტივირებელი პროექტი მოსწავლეებს საკუთარი ძალების გამოცდის საშუალებასა და წინსვლის სტიმულს აძლევს. მათ საგნობრივ ცოდნას ამტკიცებს და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. წარმატებული პირველი ტურის შემეგ მეორე ეტაპისთვის აქტიურად ვემზადებით.“

თბილისის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ჩარტია:

„ჩვენს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ „ეტალონი“ და დიდ ინტერესს იჩენენ ჩემპიონატის მიმართ. პროექტი მათ სოციალურ უნარებს უვითარებს, მცირე დროში სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აჩვევს და მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს. პირველი ტურის ტესტირებას ბავშვები სერიოზულად მოეკიდნენ და ახლა მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. აქტიურად ვართ ჩართული საგანმანათლებლო ინოვაციებში და იმედი გვაქვს, რომ ეფექტური თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება.“

თბილისის N29 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნაზი ბახტურიძე:

„ჩვენს სკოლაში ყოველთვის მაღალია ჩართულობა და ინტერესი „ეტალონის“ მიმართ. პირველმა ტურმა ინსტრუქციის დაცვით, მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა. საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა და ახლა სულმოუთქმელად ველით მეორე ეტაპზე ასპარეზობას.“

თბილისის N36 საჯარო სკოლის დირექტორი მაია კვინიკაძე:

„ეტალონის“ პირველი ტური მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, შემეცნებითად და სახალისოდაც წარიმართა. ახალგაზრდები დიდ ინტერესს იჩენენ ჩემპიონატის მიმართ, მათი სწრაფვა განათლებისა და წინსვლისკენ მისასალმებელია. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებსა და ეროვნულ ჩემპიონატს.“

თბილისის N49 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ცაავა:

„ეტალონი“ საგნობრივ და ზოგად განათლებაზე დამყარებული ჩემპიონატია, რომელიც მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს, მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას ასწავლის და მნიშვნელოვნად ზრდის წინსვლის მოტივაციას. ყოველთვის მაღალია ინტერესი და ჩართულობა ჩვენი სკოლიდან. წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებს შემეცნების გზაზე.“

თბილისის N49 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ანა ბედიაშვილი:

„ტესტირების პირველ ტურში მოსწავლეები მაღალი აქტივობითა და მოტივაციით ერთვებოდნენ, მობილიზებულნი იყვნენ საკითხებზე და მშვიდ, ობიექტურ გარემოში ავლენდნენ საკუთარ შესაძლებლობებს. საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა და ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ახალგაზრდებს სხარტ აზროვნებას ასწავლის და მომავალი წარმატებებისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას აძლევს.“

თბილისის N63 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მონიავა:

„მაღალი აქტივობითა და ინტერესით წარიმართა „ეტალონის“ პირველი ეტაპი ჩვენს სკოლაში. რა თქმა უნდა, მისასალმებელია შემეცნებით-მამოტივირებელი ჩემპიონატი და ახალგაზრდების მისწრაფება განათლებისა და წინსვლისკენ. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს მოსწავლეებს მეორე ტურში.“

თბილისის N63 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მეგი კურტანიძე:

„საინტერესო პირველი ტურის შემდეგ მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, მივესალმებით საგანმანათლებლო პროექტებს და გვახარებს მოსწავლეების ინტერესი განათლების მიმართ. „ეტალონი“ ახალგაზრდებს სითამამეს აჩვევს, ცოდნის გამოვლენაში ეხმარება და მომავალი წინსვლის მოტივაციას უქმნის.“

თბილისის N67 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ჟორჟოლიანი:

„ეტალონი“ არასაგაკვეთილო ფორმატში მოსწავლეთა ცოდნის დაგროვება- გამყარებასა და წინსვლის მოტივაციას ემსახურება. ჩემპიონატზე ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან, ძლიერ და სუსტ მხარეებს ობიექტურად აფასებენ და საჭირო მიმართულებით აძლიერებენ მუშაობას. „ეტალონთან“ ერთად მათ თვითდაჯერება ემატებათ და წარმატებებს ეჩვევიან.“

თბილისის N67 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია ცუცქირიძე:

„წელს ჩემპიონატის პირველ ტურში უპრეცენდენტო აქტივობა დაფიქსირდა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ ტესტირებაში და მშვიდ, თანაბარ გარემოში ინდივიდუალურად იმუშავეს. საკმაოდ კარგი ქულები დაიწერა და ახლა მეტი შემართებით ვემზადებით მეორე ეტაპისთვის.“

თბილისის N84 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაციკაძე:  

ეტალონთან“ ერთად მოსწავლეები თვალსაწიერს იფართოვებენ, საგნობრივ ცოდნას იმტკიცებენ და ზოგად განათლებას დიდ ყურადღებას უთმობენ. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან ჩემპიონატში და საკუთარ შესაძლებლობებს ცდიან, გამოცდილებას იძენენ და  მომავალი წარმატებებისთვის ემზადებიან.“ 

თბილისის N84 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო გიორგაძე:

„შემეცნებითი და მამოტივირებელი „ეტალონი“ მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბავშვები ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში და საკმაოდ წარმატებულადაც. პირველმა ტურმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა, ახლა კი მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.“

თბილისის N88 საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჯამაგიძე:

„მახარებს „ეტალონის“ არსებობა და ჩემპიონატში ჩემი მოსწავლეების მაღალი ჩართულობა. მივესალმები შემეცნებით - მამოტივირებელ მიდგომებს და ახალგაზრდების წინსვლისაკენ სწრაფვას. მათ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად გამოსცადეს და ნათლად დაინახეს ძლიერი და სუსტი მხარეები, რასაც აუცილებლად გააუმჯობესებენ. იმდენად მომწონს „ეტალონის“ ტესტების შინაარსი, რომ აქტიურად მსურს ჩავერთოთ Izrune.ge-ში და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ.“

თბილისის N88 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დავით შიომღვდლიშვილი:

„ტესტირების პირველმა ეტაპმა შეიძლება ითქვას, წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეთა ნაწილმა მამულიშვილი აირჩია, ნაწილმა - თამამი. მთავარია, რომ მათ აქვთ ინტერესი ცოდნისა და წინსვლის მიმართ. ჩემპიონატი მათ სტრესულ და კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი შესაძლებლობების ეფექტურ გამოვლენას აჩვევს. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბავშვებს მეორე ტურში.“

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება