მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტს კორპორაცია „გეფა“-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
კორპორაციის წარმომადგენლებმა ფარმაციის მიმართულების სტუდენტებისთვის დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია გამართეს.
მათ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს გააცნეს კორპორაციის საქმიანობა და სააფთიაქო ქსელებში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმება შესთავაზეს.
კორპორაცია „გეფა“-სა და სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2017 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებას და პროფესიულ პრაქტიკას ითვალისწინებს.
პრეზენტაციის დასასრულ კორპორაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები