სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი სუპერ პროექტია“ - დიდუბე-ჩუღურეთის სკოლებში ჩემპიონატის პირველი ტური წარმატებით წარიმართა
30-04-2019
-
+


დიდუბე-ჩუღურეთის სკოლებში 18 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 15 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება „დიდუბის ეტალონი მოსწავლე" და „ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლე".

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თბილისის N166 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე:

„ტესტირების პირველი ეტაპი მშვიდ და თანაბარ გარემოში, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით წარიმართა. „ეტალონი“ ახალგაზრდებს სითამამეს აჩვევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურ გამოყენებასა და ცოდნის ტრანსფერს უწყობს ხელს. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩვენს მოსწავლეებს.“

თბილისის N166 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი მაგდანა მდივანი:

„მახარებს მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და ინტერესი განათლებისა და წინსვლის მიმართ. „ეტალონის“ შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომები მოზარდებში თვითდაჯერებულობას ზრდის, მათ ჯანსაღ და კონკურენტუნარიან გარემოში თავის წარმოჩენას ასწავლის და განათლებით შეიარაღებულებს მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს.“

თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გალაქტიონ მინდიაშვილი:

„ეტალონი“ სუპერ პროექტია, რომელსაც ჩემი სკოლა აქტიურად უჭერს მხარს. მოსწავლეები ყოველთვის დიდი მოლოდინითა და ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში, საინტერესო კითხვებით საკუთარ ცოდნას ამოწმებენ და სამომავლო წინსვლისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენენ. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ მოუთმენლად ველით მეორე ეტაპს.“

თბილისის N2 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი თეონა არველაძე:

„წლებია, „ეტალონთან“ აქტიურად და წარმატებით ვთანამშრომლობთ. სულ უფრო იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი ჩემპიონატის მიმართ. საგნობრივი ცოდნისა და ზოგადი განათლების შერწყმით „ეტალონი“ მთელი საქართველოს მოსწავლეებს განათლების ირგვლივ აერთიანებს და მოქალაქეობრივად მოაზროვნე,  წარმატებულ ახალგაზრდებს გვიზრდის.“

თბილისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გაბაიძე:

„განათლებისა და წინსვლისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მოტივაციაა, რომლის ამაღლებასაც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ და ახლა უკვე Izrune.ge წარმატებით ახერხებს. ტესტირების პირველ ეტაპზე მაღალი იყო მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო საგანმანათლებლო ინოვაციებსა და ჩვენს ახალგაზრდებს.“

თბილისის N26 საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი მანანა კაპანაძე:

„ეტალონი“ შემეცნებითი, აქტიური და წამახალისებელი ჩემპიონატია, რომელიც მოსწავლეებს ძალიან უყვართ. მაღალი აქტივობითა და შედეგებით უკვე მეორე ტურისთვის ვემზადებით და წარმატების იმედი გვაქვს. მომწონს პროექტის კომპლექსური მიდგომები, საგნობრივი და ლოგიკური აზროვნების შერწყმა, შეფასების სისტემა და ჩემპიონატის ფორმატი გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით. ულევ წინსვლას ვუსურვებ „ეტალონსა“ და ჩვენს ახალგაზრდებს.“

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ვიზიტმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა
„ეს იყო დიდი შთაგონება ჩვენი მოსწავლეებისთვის“,- ამბობენ სკოლაში
პროექტის ბოლოს, შეიქმნა საგამოფენო პოსტერები, მოეწყო პრეზენტაცია, მოსწავლეებმა კი მიღებული ცოდნა გამოავლინეს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება