მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დედაენის კვირეულის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნანული თორდინავასა და VII კლასის ხელმძღვანელის, ხათუნა ჯიქიას ორგანიზებულ ღონისძიებაზე გაიმართა VII კლასის მოსწავლეების სპექტაკლის „HELLADOS“ ჩვენება.
სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების (თემის წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები) მხრიდან.
აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს მოსწავლეებში მრავალმხრივი ინტელექტისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ადამიანური ღირებულებების ჩამოყალიბებას, მეტყველების კულტურის დახვეწას.
იხილეთ ფოტოები
„მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა ისტორია“