სიახლეები
ეტალონი

„საზღვარგარეთ მყოფი მშობლები შვილებთან ერთად ტესტებს სკაიპით გადიან“ - სალხინოს საჯარო სკოლის ემოციური გამოცდილება
26-04-2019
-
+


ზუგდიდში „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის  საგანმანათლებლო სექტორის საყოველთაო ფორუმი გაიმართა.

მრავალ საპატიო და მამულიშვილ სტუმარს შორის შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნონა ცაავა ესწრებოდა, რომელმაც ფორუმზე ამაღელვებელი სიტყვა წარმოთქვა.

მისი შეფასებით, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი განათლებაა, რომელსაც ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge და „საქართველოს საგანმანათლებლო ფესტივალი - იზრუნე მომავალზე“ სახელმწიფოებრივი მიზნებით, ქვეყნის ბედნიერი მომავლისთვის ემსახურება:

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლება, ის ქვეყნის გადარჩენის მთავარი გზაა.

სწორედ საქართველოს ეროვნულ-ინტელექტუალური მედიაპროექტი „ეტალონი“ ხელს უწყობს ყველა ხელმისაწვდომ წარმატებას, ქმნის ინოვაციურ-საგანმანათლებლო გარემოს და აერთიანებს ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას ერთ სივრცეში.

„ეტალონი“ არის ნამდვილად მამულიშვილური პროექტი, რომელიც ემსახურება ეროვნულ იდეალებს და ნერგავს სამშობლოს სიყვარულს, აღვივებს განათლების მიღების სურვილს, სითამამესა და ცოდნის ეფექტურ გამოვლენას, რომლის თანაზიარიც გახდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ჩვენი სკოლის მოსწავლის, ცოტნე ცაავას პროექტში გამარჯვებამ მოტივაცია გაუზარდა სკოლის თითოეულ მოსწავლეს, აქტიურად ჩართულიყვნენ ინოვაციურ პროექტს Izrune.ge-ში, რომელმაც გააერთიანა შვილების ბედნიერ მომავალზე მეოცნებე მშობლები. მოსწავლეები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომავალში იყვნენ პირველები. „ეტალონი“ მნიშვნელოვან კვალს ტოვებს მათ ცხოვრებაში და ნამდვილად ღირსეული, წარმატებული მომავლის გარანტიაა.

პროექტი ხორციელდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მხარს უჭერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტები და საგანმანათლებლო რესურსცენტრები.

სწორედ მათი თანადგომით იგეგმება 2019 წლის 15 ივნისს მნიშვნელოვანი ღონისძიება- „საქართველოს საგანმანათლებლო ფესტივალი- იზრუნე მომავალზე.“

წარმატებები ეროვნულ პროექტს, მის ხელმძღვანელსა და თითოეულ მონაწილეს.“

გულწრფელი და საინტერესო გამოსვლის შემდეგ, Etaloni.ge-სთან საუბარში წარმატებულმა პედაგოგმა, ნონა ცაავამ Izrune.ge-ს განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„არ შემიძლია არ აღვნიშნო, „ეტალონის“ კიდევ ერთი მამულიშვილური წამოწყება, პროექტი Izrune.ge, რომელიც შემეცნებითი და მრავალფეროვანი ტესტებით, მამოტივირებელი და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომებით ოჯახს, ბავშვსა და სკოლას აერთიანებს.

ვერ წარმოიდგენთ როგორ გაიზარდა მოსწავლეთა აქტივობა და მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ამაღელვებელია იმის ცქერა, თუ როგორ ზრუნავენ საზღვარგარეთ წასული მშობლები შვილების განათლებაზე, „სკაიპით“ ერთვებიან ტესტების გავლისას და თვალს ადევნებენ შვილების წინსვლას.

მჯერა, Izrune.ge-სთან ერთად საუკეთესო შედეგებზე გავალთ და ქვეყნის ბედნიერ მომავალს შევქმნით.“

იხილეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის  საგანმანათლებლო სექტორის საყოველთაო ფორუმის ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მსგავსი აქტივობებით მოსწავლეებს განუვითარდათ ციფრული წიგნიერებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარები. ასევე გაიზარდა მათი მოტივაცია და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
ბოლოს, მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ „წიგნი მეგობარია, რომელიც არასოდეს გიღალატებს!“
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება