სიახლეები
საინტერესო , ეტალონი

„ქუთაისის გვირილობისა და წარმატების დიპლომების ცვენის დროა“ - იმერეთის მზრუნველი გამოცდილებიდან
27-04-2019
-
+


Izrune.ge-ზე იმერული მზრუნველობისა და ქუთაისის გვირილობის დროა.

აპრილის თვის შემაჯამებელი ტესტისა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის“ დღის შემდეგ, მთელი საქართველოს იზრუნელები  წარმატების დიპლომებზე სწორედ იმერეთის მხარეს გაიცნობენ...

მანამდე კი, გვსურს, ქუთაისის გამორჩეულად მზრუნველი სკოლების გამოცდილება გაგიზიაროთ.

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ჯეირან კოღუაშვილი:

„იმისათვის, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო მიღწევებსა და გამოწვევებს ავუწყოთ ფეხი შემეცნებაში მუდმივად უნდა შევიტანოთ ინოვაცია და კრეატივი. ჩვენი სკოლა მრავალ პროექტსა და აქტივობაში მონაწილეობს და მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი Izrune.ge-ში მიღწეული წარმატებაა. პორტალი ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთი მიზნით გაერთიანებას შემეცნებითი ტესტებითა და მამოტივირებელი მიდგომებით ახერხებს. თანაც იზრუნე სკოლისა და Etaloni.ge-ს თანამშრომლობით თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია. ვერ წარმოიდგენთ როგორ გააქტიურდა სასკოლო ცხოვრება და როგორი სიამაყით უზიარებენ ბავშვები ერთმანეთს მიღწეულ წარმატებებს. მე, როგორც დირექტორი პერიოდულად თვალს ვადევნებ შედეგებს და პედაგოგებთან ერთად, მშობლებთან აქტიური კომუნიკაციით, ვზრუნავთ მათი საჭირო მიმართულებით განვითარებაზე.  Izrune.ge-ში წარმატების მიღწევა სკოლისთვისაც დიდი სახელი და პრესტიჟია, ამდენად, ერთობლივი ძალისხმევით ვზრუნავთ ქვეყნის განათლებულ, წარმატებულ და ბედნიერ მომავალზე.“

IIა წარმატებული კლასი დამრიგებელი ნინო დოლაბერიძე:

„საოცარი სიხარულითა და მოტივაციით ვერთვებით Izrune.ge-ში. ინდივიდუალური, შემეცნებითი და წამახალისებელი მიდგომებით პორტალმა ოჯახი, ბავშვი და სკოლა გაგვაერთიანა. საინტერესო ტესტები კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და დამატებითი კითხვების მოძიება და ყიდვა აღარ გვიწევს. მშობლებს საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შვილების განვითარებას, პედაგოგებს კი შედეგების საფუძველზე საგაკვეთილო პროცესის საჭირო კუთხით წარმართვა შეგვიძლია. ეროვნული სასწავლო გეგმის ფეხდაფეხ მიყოლითა და ლოგიკური აზროვნების განვითარებით Izrune.ge-ზე წარმატებული თაობები აღგვეზრდებიან.“

IIა წარმატებული კლასის მოსწავლე ანა ფოფხაძე ამ თვის შემაჯამებელ ტესტს მოუთმენლად ელის. სურს, რომ არსებული შედეგი გააუმჯობესოს და მეტ წარმატებას მიაღწიოს, შემდეგ კი მზრუნველ დედას, ქეთევან გოგოლაძეს გაუზიაროს ეს სიხარული:

„ტესტების დღეს განათლების ზეიმი გვაქვს ოჯახში. ვსხდებით კომპიუტერთან და Izrune.ge- ს ინოვაციებთან ერთად სამომავლო წარმატებებისთვის ვემზადებით. ყოველთვის დიდია მოლოდინი და ინტერესი. ანას გამორჩეულად ილუსტრირებული კითხვები მოსწონს და დიპლომების მოპოვება ახარებს. იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები და მათი მეგობრები მრავალმხრივ განვითარებულ და წარმატებულ პიროვნებებად აღიზრდებიან Izrune.ge- სთან ერთად.“

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი მარინა ისკაკოვა:

Izrune.ge-მ სასკოლო საზოგადოება განათლების, ინოვაციებისა და წარმატების ირგვლივ გააერთიანა და სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და მამოტივირებელი გახადა. პორტალის საშუალებით ბავშვები მრავალმხრივ ვითარდებიან, მშობლები თვალს ადევნებენ მათ მისწრაფებებს, პედაგოგები კი ოჯახებთან აქტიური კომუნიკაციით, სასწავლო პროცესს საჭირო მიმართულებით წარმართავენ. მეც აქტიურად ვადევნებ თვალს Izrune.ge-ს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, თავად ვუბეჭდავ მოსწავლეებს წარმატების დიპლომებს, რომელთა ცვენა გვაქვს სკოლაში. ვგულშემატკივრობთ საგანმანათლებლო ინოვაციებს და აქტიურად ვაგრძელებთ მზრუნველ თანამშრომლობას.“

Iბ წარმატებული კლასის დამრიგებელი სოფიო ბახსოლიანი:

„კლასში მოუთმენლად ველით ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“. საინტერესო და სახალისო კითხვები ბავშვებს სწავლისა და წინსვლის მოტივაციას უმაღლებს, მოსწავლეები საკითხის ირგვლივ მსჯელობენ, ერთმანეთს გამოცდილებასა და წარმატებას უზიარებენ.  მზრუნველი მუხტი გადამდებია და მთელ სასკოლო ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება. თანაც, ამ თვის წამახალისებელი დიპლომი ჩვენს იმერეთს, ქუთაისის გვირილობას ეძღვნება და მინდა, ულევი წარმატება ვუსურვო ჩვენს პატარებს Izrune.ge-სთან ერთად.“

Iბ წარმატებული კლასის მოსწავლე თეოდორე ზედაშიძე იზრუნეს ინოვაციებს აქტიურად მიჰყვება. მასზე დედა, ირინე ტურძილაძე განსაკუთრებით ზრუნავს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: 

Izrune.ge განათლებისა და წარმატების პოზიტიურ მოლოდინს უქმნის ჩვენს შვილებს. შემეცნებითი და წამახალისებელი ტესტებით სასწავლო პროცესი ბავშვებისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. მშობლებიც მეტად ვერთვებით სასკოლო ცხოვრებაში და პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაციით, ერთობლივად ვზრუნავთ მათ მრავალმხრივ განვითარებაზე. მოუთმენლად ველით „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ და წარმატებული მომავლის იმედი გვაქვს.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება