სიახლეები
სკოლები

რუსთავის N10 საჯარო სკოლის მოსწავლემ და პედაგოგებმა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ რიგით მე-14 კალიგრაფიის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს
24-04-2019
-
+


რუსთავის N10 საჯარო სკოლის მოსწავლემ და პედაგოგებმა ქართული ენის რესპუბლიკურ ოლიმპიადის, საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ რიგით მე-14 კალიგრაფიის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს. 

ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადის, საქართველოს მასშტაბით რიგით მე-14 კალიგრაფიის კონკურსი 18 აპრილს გაიმართა.

კონკურსში რუსთავის N10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლალი ხაჩიძემ მე-2 ადგილი დაიკავა, სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა კი კონკურსში მე-3 ადგილი მოიპოვა.

ამავე კონკურსში მოსწავლეთა შორის რუსთავის N10 სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლემ მარიამ არჩვაძემ გაიმარჯვა. სკოლის აღსაზრდელმა კონკურსში I ადგილი დაიკავა.

20 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 

დედა ენის ოლიმპიადა-ფესტივალი წელს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მონაწილეებსაც მასპინძლობდა და მასში ერთმანეთს კონკურენციას 3967 მოსწავლე თუ მასწავლებელი უწევდა.

რუსთავის N10 სკოლა გამარჯვებულებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება