სიახლეები
სკოლები

სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ენის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
23-04-2019
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ენის სიწმინდის დაცვისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა. 

კვირეულში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

X კლასში გაკვეთილი-სიმპოზიუმი ჩატარდა, VII-კლასელები პროეტში ონლაინვიქტორინით ჩაერთნენ , IX კლასმა კი სასკოლო საზოგადოებას ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო მოხსენებები: „14 აპრილი - ქართული საზოგადოება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ“( მიხეილ კახაძე), „ო, ენავ ჩემო“(მეგი სურმანიძე), „ქართული ენა - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“(გუგა ვარშანიძე), „ენის ენერგია ერის სულიერი ენერგიაა“(თამარ ხმალაძე); ემოციური დეკლამაციით განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს გოგიტა სურმანიძემ, ანზორ ქარცივაძემ, მერი სურმანიძემ, ჟენია ცეცხლაძემ და სხვ.

პროექტის ხელმძღვანელის, ხათუნა ხალვაშის მიერ შექმნილ ონლაინვიქტორინაში (kahoot.com; quizizz.com; learningapps.org) ნინო ქარცივაძემ, მირზა სურმანიძემ და ბესო ქამაშიძემ გაიმარჯვეს.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა გამომეტყველებითი კითხვის ნიუანსები ისწავლეს, გააანალიზეს ლიტერატურული ტექსტები, შექმნეს დახვეწილი კალიგრაფიის ნიმუშები; მიიღეს საფუძვლიანი ცოდნა მშობლიური ენის, დამწერლობის განვითარების საფეხურების შესახებ. გააცნობიერეს რა როლს ასრულებდა მშობლიური ენა სხვადასხვა ეპოქაში, ჩამოაყალიბეს თვალსაზრისი, დაწერეს ჩანახატები, ესეები, საკონფერენციო მოხსენებები, იპაექრეს ინტერნეტსივრცეში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება