სიახლეები
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობით აღინიშნა
23-04-2019
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საღამოს ორგანიზატორები სსუ-ის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის მასწავლებლები, ფილოლოგიის დოქტორები: მადლენა ოჩიგავა, მედეა კვარაცხელია, ლანა ნადარეიშვილი და ქართული ენის მასწავლებელი მარინა ჯღარკავა გახლდნენ.

ღონისძიება გახსნა სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ, რომელმაც საქართველოს არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის 4+1 პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია ქვეყანაში მცხოვრები ყველა არაქართულენოვანი მოსახლისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ წინსვლა საზოგადოებრივ ასპარეზზე და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სწორედ ამ წარმატების საფუძველი იქნება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართულ ენაში მომზადების, 4+1 პროგრამის 26 აზერბაიჯანელი სტუდენტი, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის და ფაკულტეტთან არსებული „ისტორიკოსთა ლიგის“ სტუდენტები.

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, რომელთა დიდი შრომაა ჩადებული, რომ სსუ-ში ქართული ენის შესწავლის პროგრამის სტუდენტები დაინტერესებულნი არიან სრულფასოვნად დაეუფლონ სახელმწიფო ენას. ესენი არიან: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი - დავით როსტომაშვილი, დირექტორის მოადგილე - ცირა ქურხული, ქართული ენის მასწავლებლები ელზა ხებრელაშვილი და მარინე დუჩიძე; ქეშალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი, სსუ-ს კურსდამთავრებული რაფაელ სულეიმანოვი; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. სადახლოს №2 საჯარო სკოლის დირექტორი აიაზ ხუდიევი, მასწავლებლები: ვასილა ფარუქოვა, აკიფა ნაიბოვა, ნათია ტრაპაიძე და ნათია შუბითიძე.

ღონისძიების ფარგლებში, ისტორიკოსთა ლიგის წევრებმა ისაუბრეს 1978 წლის მოვლენებზე, როცა საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმება სცადა, რასაც საზოგადოების დიდი წინააღმდეგობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

4+1 პროგრამის აზერბაიჯანელმა მსმენელებმა, რომლებიც სახელმწიფო ენას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლებიან, ლექსები ქართულ ენაზე წაიკითხეს.

ვაშლიჯვრის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ლექსები აფხაზურ ენაზე წაიკითხეს (აფხაზური ენის პედაგოგი - ალა კვეკვესკირი).

საღამო მუსიკალურად გააფორმეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტებმა: ლევან ბაწაშვილმა, ლუკა მდივანმა, გიორგი ხიჯაკაძემ და გიორგი დუმბაძემ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა ჰამო საჰიანის ბიოგრაფიას გააცნეს, მისი ლექსები და ნაწარმოებები წაიკითხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება