სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგად უნარებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს საგნის ხელმძღვანელისგან აბიტურიენტები 23 აპრილს მიიღებენ
23-04-2019
-
+


მიმდინარე წლის 25 აპრილს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე ყველა აბიტურიენტს საშუალება ექნება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-ის გვერდზე მისთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა ჩიქვინაძისგან მიიღოს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წამოწყებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს, ცენტრის Facebook-ის გვერდზე აბიტურიენტების დასმულ კითხვებს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უპასუხებენ. გასულ კვირას აბიტურიენტების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელმა უპასუხა.

„პროექტის მიზანია, რომ აბიტურიენტებს კიდევ ერთი დამატებითი საშუალება მიეცეთ მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების განსახილველად. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდების შინაარსობრივი ნაწილის გარდა, ყველა იმ საკითხზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც საგამოცდო პროცესს უშუალოდ შეეხება. მთელი წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება ღია კარის დღეებიც“, - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ასევე იხილეთ: აუცილებელი რეკომენდაციები, რომელიც აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გაითვალისწინონ


კომენტარები


სკოლები
პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანაკი
უილიამი სკოლაში ორ წელს გაატარებს და მოსწავლეებს ლაპარაკისა და წერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება
2019 წლის 9 ივლისს საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული თბილისში საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული მიღებით აღინიშნა
სიახლეები
მისი თქმით, მიმდინარე წლის 29 ივნისს განათლების სამინისტროში ჩატარებული „ეტალონის“ ფინალის შემდეგ სამი რამ გამოიკვეთა
მისი თქმით, „საბუთომანია“ სკოლებში საბოლოოდ უნდა დასრულდეს და მასწავლებელმა მეტი დრო საკლასო ოთახში მუშაობას უნდა დაუთმოს
გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ
ცენტრის ცნობით, ტესტების პასუხები და შეფასების სქემები შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება
გამოცდაზე 16% - ზე მეტი პედაგოგი და პედაგოგობის მსურველი არ  გამოცხადდა
საინტერესო
ვის თუ არა მამას, ასეთ ძლიერსა და ყოვლისშემძლეს, შეუძლია იყოს სამაგალითო და ბავშვი სასარგებლო ჩვევებს და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიაჩვიოს?
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაც უფრო მეტი წიგნი იქნება 16 წლის მოზარდის გარშემო, მით უფრო მაღალი იქნება მისი წიგნიერების დონე
როგორ გავაგრილოთ ბავშვები უსაფრთხოდ? ამ კითხვაზე „ეტალონს“ ექიმმა-პედიატრმა ქეთევან გოგბერაშვილმა უპასუხა
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება