სიახლეები
ეტალონი

„ეს არის ძალიან დიდი საქმე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის“- სამტრედიაში „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
19-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "სამტრედიის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტარიელ დვალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბახტაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი ნათია ყუბანეიშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ტარიელ დვალიშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტს, გაწეული საქმისთვის მადლობა გადაუხადა:

„ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ საოცარი და ემოციური დღით. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის. დიდი მადლობა მას, რომ უკვე რამდენი წელია ასე აქცევს ყურადღებას ჩვენს მომავალ თაობას. ძალიან მიხარია ის ფაქტი, რომ გასულ წელთან შედარებით წელს კონტიგენტი ბევრად უფრო მაღალია. აქვე აღსანიშნავია ის, რომ ბავშვების მოტივაცია იზრდება. შარშან „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ერთ-ერთი სოფლი მოსწავლემ მოიპოვა, წელს უკვე ქალაქის სკოლის მოსწავლე გახდა გამარჯვებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი „ეტალონს“ გაწეული საქმისთვის“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა ძიძიგურმა მოსწავლეების ჩართულობასა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მე ძალიან დიდი ხანია ვგულშემატკივრობ ბატონი გოჩას და მის არაჩვეულებრივ წამოწყებას. პროექტში ჩართულია ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ განვითარებას და წარმატების მიღწევას. ეს არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას ამ პროექტისთვის. ეს არის ძალიან დიდი საქმე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის“.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბახტაძემ განათლების მნიშვნელობასა და პროექტის აუცილებლობაზე ისაუბრა:

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის განათლების განვითარება. სწორედ მსგავსი პროექტები უწყობს ხელს ამ საკითხს. მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ნამდვილად არის მამულიშვილური და ეროვნული პროექტი. მინდა ბატონ გოჩას მადლობა გადავუხადო და აქვე აღვნიშნო ისიც, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს „ეტალონთან“ და მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს და გვერდში დაუდგეს მას “.

მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ გამარჯვებულ მოსწავლეს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ სამტრედია ყოველთვის იქნება „ეტალონის“ მხარდამჭერი და გულშემატკივარი:

„პირველ რიგში მინდა ყველა აქ მონაწილე ახალგაზრდას ამ ინტელექტ- ჩემპიონატში  მონაწილეობა მივულოცო, განსაკუთრებით იმ ცხრა ახალგაზრდას, რომელიც გამორჩეული გახდა მუნიციპალიტეტის საუკეთესო ახალგაზრდებს შორის. მინდა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს, რომელიც ძალიან მალე უკვე პროექტის ფინალში ჩვენს მუნიციპალიტეტს წარადგენს. დღევანდელი ღონისძიებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენ ყველა, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ სწორედ ასეთი პროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს. ვუსურვებ „ეტალონს“ წარმატებებს და აქვე ვიტყვი იმას, რომ სამტრედია ყოველთვის იქნება თქვენი გულშემატკივარი და გვერდშიმდგომი“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტმა ნათია ყუბანეიშვილმა კონკურსი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი მნიშვნელობა, რაიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, ძალიან დიდია:

„დიდი მადლობა პირველ რიგში თქვენ, რომ ჩამოდიხართ რაიონებში და მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებ მოსწავლეებს არ აქვთ ფუფუნება მონაწილეობა მიიღონ ამ ტიპის კონკურსებში. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონის ახალგაზრდებისთვის და ვისურვებდი ჩვენს რაიონს თავისი სიტყვა ეთქვას ამ პროექტში“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ინეტელქტ-ჩემპი9ონატის ფინალი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა სამტრედიის N2 საჯარო სკოლის პედაგოგისთვის ვიოლეტა ვეკუასთვის, რომელიც პედაგოგთან ერთად გამარჯვებულის დედაც არის:

„არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს , მაგრამ თამთა მართლა მშრომელი ბავშვია, მონდომებული და მჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა ამ კონკურსში. მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან გუნდს ამხელა სიხარულისთვის“.

„სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული სამტრედიის N2 საჯარო სკოლის IX მოსწავლემ თამთა კეკელიძემ მოიპოვა:

„წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა. ძალიან ბედნიერი ვარ ვერ გამოვხატავ ემოციებს. ჩემი წარმატების ფორმულაა სწავლა, შრომა და საკუთარი თავის იმედი ყოველთვის. მინდა ყველას ვუსურვო წარმატებები“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „სამტრედიის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება