სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

სამტრედია ოჯახის, ბავშვისა და სკოლის წარმატებაზე Izrune.ge-სთან ერთად ზრუნავს
18-04-2019
-
+


სამტრედიის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის,  izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, სამტრედიის მერის მოადგილე დავით ბახტაძე, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, წარმატებული სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

აუდიტორია  izrune.ge-ს  მთავარ მიზანს - ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთი მიზნით გაერთიანებას, მიესალმა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ბედნიერ მომავალზე ზრუნვაში სამტრედია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

პროექტში უკვე ჩართული სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა კოლეგებს Izrune.ge-ს შედეგები და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, მათ სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა სისტემურ ჩართვასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ისაუბრეს.

ამასთან, დირექტორები izrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან ერთად იწყებენ ზრუნვას „მეგობრული“, „სუპერ“ და „მომავლის კლასის“ ტიტულის მოსაპოვებლად.

შეგახსენებთ, რომ:

„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს Izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;

„თვის სუპერ კლასი“ მეგობრული კლასის წამახალისებელი ცალკეული თვის შემაჯამებელი ტიტულია.  „მეგობრულ კლასს“ ეს წოდება Izrune.ge-ში ჩართულ მოსწავლეთა ყოველი თვის  „შემაჯამებელი ტესტის“ შედეგების მიხედვით ენიჭება, მაშინ, როდესაც კლასის თვის საშუალო შეწონილი ქულა არის 77 ქულა, ან მეტი.

„მომავლის კლასი“ „მეგობრული კლასის“ წამახალისებელი, უკვე წლის შემაჯამებელი ტიტულია, რომელიც კლასს სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების მიხედვით მიენიჭება. უფრო ზუსტად, 10 თვიდან კლასი 6-ჯერ, ან მეტჯერ თუ გახდება „სუპერ კლასი“, ის ხდება „სასწავლო წლის მომავლის კლასი“, მოსწავლეთა აქტიურ მშობლებს კი „მომავლის მშობელის“ წოდება მიენიჭებათ.

შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


სკოლები
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინში - World University Rankings 2019 პირველ და მეორე ადგილებს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები იკავებენ
„ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები“.
ვიქტორინაში I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს
ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ
სიახლეები
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 300-მა პედაგოგმა მიიღო
აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე
თბილისის ბაღებს 1- ელ ივლისამდე საკვებით ახალი კომპანია მოამარაგებს
ზოგიერთი საგანში გამოცდა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, მაგალითად უცხოური ენა, დაწყებითი საფეხური (I-IV) მათემატიკა (I-VI)
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
საზოგადოება