სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სამასწავლებლო

უშუალო მზრუნველობა თითოეული მოსწავლისთვის ცალ-ცალკე და მთელი სკოლისთვის ერთად - ინტერვიუ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის ლიდერ დირექტორთან
18-04-2019
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლას გამორჩეულად მზრუნველი და წარმატებული დირექტორი ჰყავს.

იზოლდა გოგოლაძე მცირეკონტიგენტიანი სკოლის განვითარებისა და წინსვლისთვის თავის გუნდთან ერთად დაუღალავად მუშაობს და მუდმივად ცდილობს, თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს აუწყოს ფეხი.

ინოვაციური სიახლეების გასაზიარებლად გამორჩეულად მზრუნველმა დირექტორმა Izrune.ge-ს წარმატებული გზა აირჩია. ინტერნეტთან წვდომის პრობლემისა თუ სხვა შეფერხებების მიუხედავად მან ყველა გზას მიმართა, რომ შემეცნებითი, მამოტივირებელი და სახალისო ტესტები თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

„ოჯახის, ბავშვისა და სკოლის ერთმანეთთან დაახლოვება არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ბედნიერ მომავალზე და განათლებული, მიზანსწრაფული ახალგაზრდები წარმოვაჩინოთ, წავახალისოთ. Izrune.ge ამ კომპონენტების გაერთიანებას წარმატებით ახერხებს და ჩვენც დიდი ინტერესითა და აქტივობით ვერთვებით პორტალში. სკოლისა და Etaloni.ge-ს თანამშრომლობით მზრუნველი ტესტები თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. რა თქმა უნდა, არის გარკვეული შეფერხებები, მაგრამ მიზნის დასახვისა და მონდომების შემთხვევაში, ყველაფერი მოგვარებადია. მაგალითად, მშობლებმა არ იცოდნენ როგორ დარეგისტრირებულიყვნენ პორტალში და თითოეულ მათგანს უშუალოდ მე დავეხმარე. ამასთან, ყველა ოჯახს არ აქვს ინტერნეტთან წვდომის საშუალება, სწორედ ამიტომ, ყოველ ხუთშაბათსა და „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ სკოლის კარი მოსწავლეებისა და მშობლებისთვის გამორჩეული მზრუნველობით იღება,-“იზოლდა გოგოლაძე.

-  თქვენი შეფასებით, რა მხრივაა მნიშვნელოვანი Izrune.ge-ში ჩართულობა სასკოლო საზოგადოების თითოეული რგოლისთვის (ოჯახის, ბავშვისა და სკოლისთვის) ცალ-ცალკე და ერთად?

  • პორტალის საშუალებით მოსწავლე ობიექტურად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობს და წამახალისებელი მიდგომებით წინსვლის მოტივაცია უჩნდება.
  • მშობელი ტესტების საშუალებით მუდმივად ადევნებს თვალს შვილების განათლება-განვითარების დონეს, ნათლად ხედავს მის სუსტ და ძლიერ მხარეებს და აქტიურ კომუნიკაციას იწყებს პედაგოგთან
  • მასწავლებელი Izrune.ge-სთან ერთად დამოუკიდებელი მექანიზმით აჯამებს გაწეულ მუშაობას და მოსწავლეების უნარებს საჭირო მიმართულებით ავითარებს.

შედეგად, ვიღებთ ერთიან, წარმატებულ სასკოლო საზოგადოებას, რომელიც შემდეგ ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის...


კომენტარები


სკოლები
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინში - World University Rankings 2019 პირველ და მეორე ადგილებს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები იკავებენ
„ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები“.
ვიქტორინაში I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს
ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ
სიახლეები
რა ღონისძიებებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს დედაქალაქში
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 300-მა პედაგოგმა მიიღო
აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე
თბილისის ბაღებს 1- ელ ივლისამდე საკვებით ახალი კომპანია მოამარაგებს
ზოგიერთი საგანში გამოცდა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, მაგალითად უცხოური ენა, დაწყებითი საფეხური (I-IV) მათემატიკა (I-VI)
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
საზოგადოება