სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი eTwinning-ის პორტალზე პედაგოგების რეგისტრაციას აცხადებს
16-04-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას აცხადებს.

ცენტრი პროგრამა eTwinning Plus-ს ​ ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს, მისი მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

წელს სიახლეა პროგრამის ფარგლებში. 2019 წლამდე, პროგრამაში რეგისტრაციის მსურველებს დარეგისტრირება შეეძლოთ მხოლოდ პარტნიორი მხარდამჭერი სააგენტოს მეშვეობით, რომელსაც ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის სახლი წარმოადგენს. 2019 წლის აპრილიდან შეზღუდვა მოიხსნა და როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ქვეყნის სკოლის პედაგოგს, ქართველ მასწავლებლებსაც ეძლევათ საშუალება პირადად დარეგისტრირდნენ პორტალზე.

რეგისტრაციისათვის მსურველები უნდა შევიდნენ ბმულზე, დააკლიკონ ფანჯარაზე login/register და შემდეგ მიჰყვნენ ბმულს don’t have an account? Get started

გთხოვთ, გაითვალისწინოთ!

ინფორმაცია შეავსეთ ინგლისურ ენაზე; თქვენი სახელი და გვარი მიუთითეთ ისე, როგორც გიწერიათ პირადობის მოწმობაში, ასევე სკოლის სახელწოდება შეავსეთ სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School

რეგისტრაციისას გამოიყენეთ მოქმედი მეილი. ასევე გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაცია გაუქმდება: ქართულ ენაზე შევსებული ინფორმაციის შემთხვევაში და სკოლის სახელწოდებაში არსებული უზუსტობის გამო.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.


კომენტარები


სკოლები
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინში - World University Rankings 2019 პირველ და მეორე ადგილებს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები იკავებენ
„ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები“.
ვიქტორინაში I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს
ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ
სიახლეები
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა მასშტაბურ ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობა 300-მა პედაგოგმა მიიღო
აღნიშნული კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში 1 ივლისამდე
თბილისის ბაღებს 1- ელ ივლისამდე საკვებით ახალი კომპანია მოამარაგებს
ზოგიერთი საგანში გამოცდა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, მაგალითად უცხოური ენა, დაწყებითი საფეხური (I-IV) მათემატიკა (I-VI)
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
საზოგადოება