სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
16-04-2019
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის, ბარეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.


კვირეულის პირველ დღეს, 8 აპრილს, I-XII კლასის მოსწავლეებმა კედლის გაზეთების გამოფენა მოაწყეს; 10 აპრილს კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. კონკურსის გამარჯვებული და მონაწილე მოსწავლეები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.


11 აპრილს ვიქტორინა - ,,ვინ უკეთ იცის ქართული ენა“ და კონკურსი  ,,არა ბარბარიზმებს“ ჩატარდა.


კვირეულის დასკვნითი ღონისძიება  იყო  - ,,პოეზიის საღამო'' (12 აპრილი),  რომელსაც  სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,  ნინო წიფიანი ხელმძღვანელობდა. 


„კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები. განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ქართული ენის სწავლების პოპულარიზაციას, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებასთან, მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, გამართული მეტყველების არსის გაცნობიერებასა და მშობლიური ენის მიმართ პასუხისმგებლობის გააზრებას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს
სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია
ღონისძიება ორგანიზებულიყო ძალიან მაღალ დონეზე
ღონისძიებაში მონაწილება მიიღეს VI-XI კლასის მოსწავლეებმა
სიახლეები
30%-ის და მეტის გაცდენის გამო, ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩაბარების ვადები განისაზღვრა
დღეს გავიგე რომ ჩვენს სკოლაში სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევი კენჭისყრაა
სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები 09:00 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა 16:00 საათამდე გაგრძელდება
სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 5 ივნისიდან დაიწყო და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა.

თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 

საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
სკოლის ბუფეტები სერიოზული პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
საზოგადოება