სიახლეები
სიახლეები

რა ტიპის დავალებები შევა 2017 წლის პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტში
20-03-2017
-
+


პრაქტიკოს მასწავლებლებლთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 20 მარტის 12:00 საათიდან 5 აპრილის 18:00-მდე იწარმოებს. 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge 

2017 წლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს საშუალება აქვთ საგნის კომპეტენციის გარდა, პროფესიული კომპეტენციაც დაადასტურონ. პედაგოგობის მსურველ აპლიკანტებს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლებათ. 

ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა.

მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.
რეგისტრაცია

კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: 

• ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური); 
• მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);  
• ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);  
• ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები); 
• ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);   
• ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური); 
• მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური).  
• საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): 
ა) ისტორია  
ბ) გეოგრაფია 
გ) სამოქალაქო განათლება 
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური):
ა) ფიზიკა 
ბ) ქიმია  
გ) ბიოლოგია 
• უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): 
ა) ინგლისური
ბ) გერმანული
გ) ფრანგული 
დ) რუსული 
• ესთეტიკური აღზრდის საგნები: 
ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ბ) მუსიკა  
გ) სპორტი  
• ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები; 

2017 წლის პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ ტესტში მცირე ცვლილებებია შესული.

2017 წლის პროფესიული უნარების ტესტი სამი ნაწილისაგან შედგება: სასწავლო გარემო, სწავლება და პროფესიული განვითარება.  

მაქსიმალური ქულაა 70.   

ტესტში შევა შემდეგი ტიპის დავალებები:   

არჩევითპასუხიანი დავალება ოთხი სავარაუდო პასუხით, რომელთაგან სწორია მხოლოდ ერთი. დავალება ერთქულიანია. შესაბამისობის დავალება, რომელიც ცხრილის სახითაა მოცემული. ცხრილი ორი სვეტისაგან შედგება. ერთ სვეტში მოცემულია პირობა, მეორეში _ სავარაუდო პასუხები. სვეტებში მოცემული ინფორმაცია ერთმანეთს უნდა შეუსაბამოთ და პასუხი ჩაწეროთ თანდართულ ცხრილში. დავალება ერთქულიანია.  
 
ღიადაბოლოებიანი დავალება, რომელიც მოითხოვს არგუმენტირებულ მსჯელობას მოცემული საკითხის შესახებ (თითოეული ღიადაბოლოებიანი დავალების გასწვრივ მითითებულია მაქსიმალური ქულა).  

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს: დარეგისტრირდეს ელექტრონულად (მხოლოდ ერთ საგანში კომპეტენციის დასადასტურებლად) და ასევე პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge  

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაში ჩასართავად უფლება აქვს მხოლოდ ერთი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდეს:

• ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ნებისმიერი პირი;   
• მასწავლებლობის მსურველი, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

მასწავლებლობის მსურველებმა პარალელურად რეგისტრაცია უნდა გაიარონ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:   

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი.  

გადახდის შესაძლო საშუალებები იხილეთ ბმულზე

მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება